გამოსცადე ბგერათა სიხშირეები

ხმის წარმომქმნელი 174 – 285 - 396 - 417 - 528 - 639 - 741 - 852 - 963


10/30/2018

საზამთროსფერი ხელებით დაწერილი გამოცდილება



გუშინ ღამე მე ის არ ვიყავი რაც აქამდე ვიყავი.  უჩვეულო, აქამდე ჩემთვის არარსებული ცნობიერება ტალღასავით უსწრაფესად მომასკდა და 2-3 წუთით პანიკაში ჩავვარდი, შედმეგ ვეცადე გამეცნობიერებინა რომ ცუდად არ ვარ, გული ჩვეულებრივად მიცემს და უნდა დავიჭირო და მივყვე იმ დინებებს რომელიც ჩემში წარმოიქმნება. 

შემდეგ აბსოლიტურად შეიცვალა ყველაფერი ოთახში, ერთი წამით გავიფიქრე რომ კისერზე თავი ხრახნით მაქვს დამაგრებული, ეს კი მოყვითალო ეიფორიაში მაგდებდა, ერთდროულად სიხარულის და შიშის განცდა მეუფლებოდა. ცეკვა და იატაკზე გორაობა დავიწყე, მერე წამოვდექი და ვცდილობდი დამეწერა რას ვხედავდი და ვგრძნობდი. ვგრძნობდი რომ საზამთროსფერი ხელებით ვწერდი, მტევნები გამჭვირვალე შეფერილობას იღებდა, ხან თითები უცნაურ, ერთმანეთში გარდამავალ ფერებს იღებდა, შემდეგ წერა ვეღარ გავაგრძელე, ფურცელმა ერთიანობა დაკარგა, მოძრაობა დაიწყო და იშლებოდა, ფიქრთა დინება უსწრაფესი გახდა და შეუძლებელი იყო ამ რიტმში წერა, ლაპარაკი და ნებისმიერი ექსპრესია. მივხდი რომ გაცნობიერებულ სიზმარში ვარ, სადაც საზღვრები არ არსებობს და უნდა დავწვე.  


შემდეგ კედლებმა ადგილმდებარეობა შეიცვალეს, საგნებმა ფერები, მათ დანიშნულებას ვხვდებოდი, ვიცოდი რატომ არსებობენ და რასთან არიან კავშირში, ვგრძნობდი რომ ყველაფერს თავისი სული აქვს, ყველაფრის ვიზუალიზაცია შეიცვალა, ათასნაირი ფერები იყო ერთმანეთში გადახლართული, მოზაიკური ფორმები, რაღაც სიმბოლოები რომლებსაც ცენტრი გააჩნიათ და ამ ცენტრიდან სხვადასხვა ფერის სხივებით იკვებებიან. ჩემში ყველაფრის ერთიანობას ვგრძნობდი. ვგრძნობდი რომ ოთახში მარტო არ ვიყავი, ვიღაც მიყურებდა ბუს თვალებით, მაკვირდებოდა, დამცინოდა იმის გამო რასაც ვფიქრობდი,რაღაც პერიოდი ათასნაირ დემონებთან, ურჩხულებთან, საზიზღარ არსებებთან ერთად ვიყავი სადღაც მისტიკურ გამოქვაბულში, ისინი მაშინებდნენ თუმცა ყოველთვის იყო ჩემი მეორე მე, ჩემი გონი რომელიც მაკვირდებოდა და მაბრუნებდა რეალობაში, ასე ვახერხებდი მათ განდევნას, შემდეგ სულ გაქრნენ და გამოქვაბულში დავრჩი მედიტაციურ მუსიკასთან ერთად, სრულ ვაკუუმში, მუსიკა როგორც მსუბუქი ბუშტი კედლებს აქეთ იქით ეხეთქებოდა.  

                                                                                                                                  რაღაც დროის შემდეგ უცნაური და სასიამოვნო არსებები (რომლებიც გარკვევით არ ჩანდნენ, ვერ ვხედავდი და შეუძლებელია აღწერა) ცდილობდნენ რომ ხორციდან ამოვეთრიე და მივხვდი რომ მე სული ვარ და სწორად უნდა განვსაზღვრო რა მინდა და შემდეგ ვაკეთო ყოველთვის ის, რაც მინდა. სხეულის შეგრძნება საერთოდ დამეკარგა.ლოგინზე ვეგდე, მაგრამ ვმოგზაურობდი. ვფიქრობდი როგორი იქნებოდა პირველი საუკუნის ადამიანის ფანტაზიის უნარი, თანამედროვე ადამიანის ფანტაზიის უნართან შედარებით. სადღაც არარსებით სივრცეებში ვიყავი გადაჭრილი ,ეს ერთდროულად მიტაცებდა და შიშსაც იწვევდა,მაგრამ ამ დროს ჩემი რაციონალიზმი აქტიურდებოდა და რეალობას ვუბრუნდებოდი, ვერაფრით ვერ მოვახერხე რომ გონება აბსოლიტურად გამეთიშა, მოვდუნებულიყავი და არაფერზე მეფიქრა. ბოლოს ძალიან დავიღალე, დიდ ხანს ვიყავი ზემოქმედების ქვეშ და რომ გამოვსულიყავი იმ მდგომარეობიდან ჰაშიში მოვწიე. მერე ცოტა ხანში დავიძინე. ახლა რომ გავიღვიძე რაღაცეების გაანალიზებას ვიწყებ, ვცდილობ ყველაფერი გავიხსენო მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმის რაც გუშინ ვნახე და შევიგრძენი.  ეს იყო უზარმაზარი გამოცდილება მხოლოდ ერთ ღამეში.


ჩვენი სურვილები ისე სწრაფად ვერ გაიზრდებიან
როგორც მცენარეთა ნაყოფები
იფიქრე განსხვავებებზე
დამპალ ყვავილებზე როცა სევდა ჯარისკაცივით ცივად დადის
აქანავე თეძოები კუდამოძუებული დროშებივით
როცა მწერებს გაყრი გარეთ
და მიაყუდებ შენს თავს კუთხეში
დემონსტრაციული არქიტექტურის ბაზრულ ღირებულებებში
ირგვლივ დაბლა მყოფ ამღვრეულ თვალთა შორის
სადაც რამდენიმე ბგერით საუკუნეების წარმოქმნა შეიძლება

ENKI


 


10/25/2018

ნახარშის დალევიდან გავიდა დრო

წარმოიდგინეთ ხართ თქვენს სახლში, ჭურჭელს რეცხავთ, საწოლს ასწორებთ ან თუნდაც ფსამთ და უცბათ არ იცით საიდან დავუშვათ თქვენს ტვალეტში შემოდის ვიღაც, ყოველთვის კეტავთ ხოლმე ამ დროს ტვალეტის კარს მაგრამ ვერ იხსენებთ დაკეტეთ თუ არა ამჯერად, უსვამთ საკუთარ თავს კითხვას თუ როგორ შემოვიდა ვიღაც თქვენს ტვალეტში მოფსმის დროს და თან ისიც გახსენდებათ რომ ყოველთვის როცა ტვალეტში შედიხართ კეტავთ ხოლმე კარს. აქ რაღაც ისე ვერ არის უნდა იყოს ამ ყველაფრის მიზეზი მაგრამ ის ვიღაც დროს აღარ გიტოვებთ, ხელს გკიდებთ ისე რომ მოფსმაც კი არ გაქვთ დამთავრებული და მიჰყავხართ თქვენი სახლიდან გარეთ, თქვენ გაიარეთ სადარბაზო ჯერ ისევ შარვალ ჩახდილმა, ეს ისე მოულოდნელია რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ესეთი რამეები თითქმის არ ხდება, მითუმეტეს თქვენს ცხოვრებაში, კადრები იცვლება და რომ გამოხვედით ხედავთუზარმაზარ რაკეტას, კი გსმენიათ რაღაც უცხოპლანეტელების შესახებ მაგრამ. შემდეგ ფიქრზე არც გადასულხართ რომ უკვე ამ რაკეტაში ზიხართ. ვინ წარმოიდგენდა, ფსამდით და ეხლა უკვე რაკეტაში ზიხართ, რა უცებ შეიძლება შემოტრიალდეს მოვლენები. ამასობაში უკვე ღია კოსმოსში ხართ, ჩაფრინდით მარსზე, გახდით იქაური საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, უკვე მარადისობაა რაც იქ ხართ, უკვე აღარც იცით საიდან დაიწყეთ მოგზაურობა, დედამიწაზე მოგონებებიც კი გაქრა და უცებ მეხის გავარდნასავით გააცნობიერეთ რომ ტვალეტში ზიხართ და ფსამთ უბრალოდ ტვალეტის კარი განზრახ დატოვეთ ღია რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო, ახლა მიხვდით რომ თქვენ დალიეთ ნახარში და წევხართ იმ ადგილას რომელიც განზრაც შეარჩიეთ ამ მოგზაურობისთვის. რამდენმა წელმა გაიარა, რამდენი რამ მოხდა და თქვენ ახლა აქ ხართ და ის ვინც ამ წლების განმავლობაში ყოველთვის იყო, ის აქ არის და ის თქვენ ხართ მიუხედავად იმისა რომ თქვენ მარსიანელი გახდით იმოგზაურეთ და გაიარეთ ამხელა დისტანცია, დაგავიწყდათ დედამიწაზე ნაცხოვრი წლები და ის თუ საერთოდ ვინ ხართ როგორც დედამიწელი, როგორც ადამიანი. თქვენ არ ხართ ადამიანი, თქვენ არ ხართ დედამიწელი, არც მარსის მოქალაქე ხართ, თქვენ ახლა უბრალოდ ხართ!

4/16/2018

შინაგანი მოგზაურობებს შორის პაუზის შემდეგ

გამარჯობა, ჩემი სახელია შამანი. გავიარე რა უცნობ სამყაროებში მოგზაურობების გამოცდილება, გამოვცადე ადამიანისთვის განსხვავებული რეალობებში ყოფნა. გავაკეთე ამ ყველაფრისგან შემაჯამებელი დასკვნა. ამ მდგომარეობაში შევედი უამრავჯერ სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის მცენარეებით, მინერალებით, მედიტაციით, სიზმართხილვით და ლოცვით. ქიმიური ნაერთები რომლებიც შედის ბუნებაში, მცენარეებში მინერალებში და ცხოველებში აგრეთვე გვხვდება თვითონ ადამიანის ორგანიზმში და ისინი გამოიყოფა იქვე. ხოლო გარედან მიღებული ნივთიერება ასე ვთქვათ არის ცოტა უცხო სხეულისთვის და მის მიღებას სჭირდება თავისი წესები რომ მივიღოთ სასურველი შედეგი. უნდა ვიცოდეთ თუ რატომ ვაკეთებთ ამას. ამის ერთერთი დანიშნულება იყო ძველ დროში და ახლაც არის ის რომ ადამიანმა ნახოს თუ რა არის "იქ". :) ხოლო ამის შემდეგ "იქ" მივიდეს ბუნებრივი საშუალებებით როგორიცაა მედიტაცია, სიზმართხილვა და ლოცვა. ბიბლიაში იესო ამბობს ასეთ ფრაზას "ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს" ხელახლად შობა კი ისე არ მოხდება თუ ძველი ადამიანი არ მოკვდა. სიკვდილში აქ ფიზიკური სიკვდილი არ იგულისხმება, აქ იგულისხმება ადამიანის ეგოს სიკვდილი, იმის სიკვდილი რაც არ არსებობს და მოხვეულია თავს სხვადასხვა ზემოქმედებით, იმ ბნელი ძალების ზემოქმედებით რომლებიც მართავს დღევანდელ კაცობრიობას და ამისთვის იყენებს რელიგიას და პოლიტიკას. მართვის სადავეები ახლა ამ მომენტში დედამიწაზე ბოროტის ხელშია ხოლო ამის მიხვედრა ძნელი არ არის, საერთოდ არაა საჭირო რომ "მოვკვდეთ" ეს იდედაც ცხადია.

 ახლა კი რა მოხდება თუ ამ ნივთიერებას შემთხვევითი გამვლელი მიიღებს, იმან ვინც არ იცის ეს ყველაფერი და არასდროს დაფიქრებულა? ის ჯოჯოხეთს დაინახავს. რას დაინახავენ ისინი ვინც კაიფის გულისთვის უნდათ მეორე მხარეს გადასვლა? იმედი გაუცრუვდებათ, რადგან აღმოჩნდება რომ მათ ძალიან ნდომებიათ კაიფი და თურმე შეცდომით მოხვდნენ იქ, არ მოელოდნენ ამას ეგონათ რომ ეს ხუმრობა იყო მაგრამ სერიოზული რაღაც ყოფილა, წარმოიდგინენ რომ ვეღარასოდეს იკაიფებენ, სიკვდილი ხომ ამას გულისხმობს. სიკვდილი გულისხმობს ყველაფერ იმის დაკარგვას რაც აქამდე იყო, აბსოლიტურად ყველაფრის. სუბიექტური შეგრძნებები ასეთია ადამიანში ხოლო ობიექტურად ასე ჩანს, ის წევს გარკვეული დროით ერთ ადგილას, შემდეგ თვალებს ახელს და უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას რაღაც ენით გამოუთქმელი გამოცდილების შემდეგ რომელიც ჩვეულებრივი ადამიანის შემთხვევაში ორ კვირაში ავიწყდება ხოლო ვინც გაცნობიერებულად შევიდა "იქ" (შინაგან გამოქვაბულში სადაც მონსტრები და ჭინკები იმალება) გულისყურით იწერს ყველაფერს რაც ნახა და ფიქრობს ამაზე, აკეთებს დასკვნებს და ცდილობს გაიგოს რა უთხრა სამყარომ, რა აქვს გამოსასწორებელი და რა არა. განწყობისთვის კი უსმინეთ ამას...