გამოსცადე ბგერათა სიხშირეები

ხმის წარმომქმნელი 174 – 285 - 396 - 417 - 528 - 639 - 741 - 852 - 963


8/18/2016

მოლა ნასრედინის მოგზაურობა შეუცნობელში

მოლა ნასრედინმა დილით დაახლოებით ცხრა საათზე გაიღვიძა, გარეთ გრილი ამინდი იყო, მას წვერისკენ გამგზავრება ჰქონდა დაგეგმილი, ჩანთა ჩაალაგა, მოიმარაგა აღჭურვილობა და გაუდგა გზას, დაახლოებით ერთი სათის შემდეგ ის მთის უმაღლეს წერტილს მიადგა. იქ მას მწყემსები შეხვდნენ, მათ მას ყვითელი ყვავილის, კრაზანას და მათი თქმით “ნეგოს“ (კრაზანას მსგავსი მცენარე ოღონდ უფრო მცირე ზომის და ოდნავ სხვა შეფერილობის) ადგილსამყოფელი მიასწავლეს.

გავიდა დრო, ერთხელაც იგი თავის საწოლში იწვა, მას ეს სამივე მცენარე ერთად ჰქონდა დალეული. მას უნდა მიეღო რაღაც რაც ამ ყვავილებთან რეაქციაში უნდა შესულიყო. მან ეს გაუცნობიერებლად გააკეთა, ჯერ კიდევ არ იცოდა რა ჰქონდა შიგნით, სინამდვილეში რა უნდოდა, მას მართლაც უნდოდა რაღაც რისი გადაგდებაც ასე ადვილი არ აღმოჩნდა მისთვის. მან ღრმად სუნთქვა დაიწყო, გავიდა ცოტა დრო, ენერგიამ ქვევიდან ზევით დაიწყო დინება, ჩვეულებრივ ამ დროს ქაოსი და ჰალუცინაციები უნდა ყოფილიყო მაგრამ სუნთქვა იმდენად სტაბილური და ღრმა იყო რომ მათ ვერ წამოყეს თავი, მან ოშოს ტექნიკა გამოიყენა, ის არ უნდა ჩაძირულიყო ზმანებაში და თან ამავე დროს უნდა დარჩენილიყო ამ რეალობაში ცნობიერედ, სადღაც შუაში. მან საკუთარ ცხვირის წვერზე ყურება დაიწყო მაგრამ ვაი რომ რაღაც მას მისი არსების შიგნით, ძალიან, ძალიან, ძალიან! ღრმად ექაჩებოდა. მიხვდა რომ ოშოს ტექნიკამ არ გაამართლა, ან კიდევ პირიქით, იმდენად გაამართლა რომ მოლამ მის წინაშე უკან დახევა გადაწყვიტა. ის ღრმად შევიდა არაცნობიერში და იქ მარტო დარჩა ნაცნობ X თან, დრო გაქრა, მას შიშის ზარი დაეცა!

უსასრულოდ ყოფნა ნაცნობ არასასურველ X თან?, ეს ხომ საშიშია!  გონებამ დაახლოებით ასეთი თამაში წამოიწყო: მას გაახსენდა ყველა, ოჯახის წევრი მეგობრები ნათესავები, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ფანტომი აღმოჩნდა (მკვდარი) და თუ ისინი რეალობაში მკვდრები იყვნენ მაშინ ვინ იყო თვითონ? რომელი იყო რეალობა? ეს ჯერ კიდევ დასაწყისი იყო, არავინ იცის რისი დასაწყისი მაგრამ აშკარად ჩანდა რომ ეს ჯოჯოხეთი იქნებოდა! ის უკვე კარგავდა პიროვნებას. შემდეგი სამი ან ოთხი საათის განმავლობაში მას (მის პიროვნებას) შანსი აღარ ექნებოდა გადასარჩენად, ეს მას აშინებდა, შიშმა მის გონებაში გაიარა და შემდეგ სხეულში და მისი მთელი არსება მოიცვა, შიშებისა და ეჭვების უსასრულო სამი საათი?!

უსასრულო! სამი საათი შეიძლებოდა სამი საუკუნე ყოფილიყო! არა! გაიფიქრა მან, უნდა ვარწყიო ძალით! გადაიხარა, ჩააფურთხა კალათაში და შემდეგ გონებამ ავტომატურად გადასცა სიგნალი ორგანიზმს რომ უნდა ერწყია. მან არწყია, ყველაფერი შედარებით დამშვიდდა, შიშები, ეჭვები, ავადმყოფობა, საწამლავი გამოვიდა! ეს აღარ გაგრძელდებოდა სამი საათი ისე ინტენსიურად მაგრამ მაინც გაგრძელდებოდა! ის გაურკვევლობამ შეიპყრო, ის უმეორებდა საკუთარ დაკარგულ “ცხვარ“ “მეს“, ყველაფერი კარგად იქნება, კარგად იქნები! კარგად იქნები! და ეს იყო შიშისგან წამოსული ერთადერთი შესაძლო დამაკავშირებელი ძაფი რაც მას ამ რეალობასთან კვლავ დააბრუნებდა.

უყურებდა გარეთ საგნებს, იხსენებდა რამეს მაინც რაც მიახვედრებდა რომ ცოცხალი იყო და არა მკვდარი. მოძრაობდა და სუნთქავდა რომ დარწმუნებულიყო საკუთარ არსებობაში, ოცნებობდა რომ დრო გასულიყო და ამ ნივთიერებას ძალა დაეკარგა, ლოცულობდა ევედრებოდა არსს. და უცებ ამ გაურკვევლობაში წარმოთქვა სიტყვა “მაპატიე!“, წამიერად მის თავში რაღაც მკვეთრად შეიკუმშა, გაერთიანდა, მან დაიბრუნა დაკარგული მე, ის უკვე აქ და ახლა იყო როგორც არასდროს. მისმა არსმა მას აპატია, ენერგიის უზარმაზარი ნაკადი წამოვიდა, ისეთი როგორიც შეიძლებოდა ბუდას ჰქონოდა, ის უკვე იჯდა, აღარ შეეძლო წოლა. მან ქვებით უზარმაზარი ენერგიის გამტარი შექმნა, აღარ შეეძლო მათთან მიახლოება, ზედმეტად მძლავრი ენერგია იყო. ამიტომ იჯდა და სუნთქავდა, თან მოძრაობდა, უკვე ყველაფერი იყო შესაძლებელი, მისთვის ერთადერთი არსებული რეალობა სასურველი ნაცნობი Y აღმოჩნდა.

ის იყო მისთვის ქრისტე, მიზანი, ოცნება უდიდესი ოცნება და თუ მას მიაღწევდა ის ამქვეყნად უბედნიერესი პიროვნება იქნებოდა, ახლა უკვე ის ოცნებობდა რომ დრო ნელა გასულიყო რომ ამ მდგომარეობაში საუკუნოდ დარჩენილიყო. მან ყველა ის სექსუალური სურვილი დაიკმაყოფილა რაც მას ნაცნობ Y თან უნდოდა რომ ჰქონოდა. მაგრამ რაღაცეები მაინც დარჩა, დრო არ ეყო. შეეძლო უფრო შორსაც წასულიყო, საერთოდ სხეულიდანაც კი გავიდოდა, მისთვის ეს აღარ იყო შეუძლებელი. მან დაკმაყოფილებას მიაღწია ენერგიის დაკარგვის გარეშე. არაცნობიერი სურვილები გამოხატა, გამოისროლა, გაანთავისუფლა, გაუშვა! ფეხებს ისე გრძნობდა როგორც არასდროს, რაც ქაოსის დროს გაიფანტა ეხლა ის ნაწილები მყარად შეიკრა, გაერთიანდა.

არ ვიცი, იქნებ მოლა ნასრედინმა რაღაც ისწავლა აქედან, ან იქნებ ვერც ისწავლა, ეს მასზე იყო დამოკიდებული, ეს მოვლენა მისთვის მაინც ბოლომდე შეუცნობელი დარჩა, იყო კი სიკვდილი უსასრულო? ნთუ შეიძლებოდა სიკვდილის შემდეგ კვლავ დაბრუნება, არამგონია! სიკვდილი სინამდვილეში ის არის რაც არის სრული განადგურება, მხოლოდ ის ნაწილი რჩება რომელიც მარადიულია. ეს ნაწილი მან პიროვნების დაკარგვის პროცესის დროს გააცნობიერა, აღთქმული მიწა რომელზეც ის იდგა ეს აქ იყო. თავიდან სიკვდილი მისთვის იმის გაცნობიერების საშუალება იყო რომ მისი არს(ი)ება მარადიულია, შემდეგ კი სიკვდილი მისთვის რაღაცისგან განთავისუფლების საშუალებად იქცა. თავიდან ის საშიში იყო შემდეგ კი სასურველი, თავიდან ის ახლოს იყო შემდეგ კი შორს.
;)