გამოსცადე ბგერათა სიხშირეები

ხმის წარმომქმნელი 174 – 285 - 396 - 417 - 528 - 639 - 741 - 852 - 963


4/11/2016

DMT


ახლა როცა უკვე სამი დღე გავიდა ვიხსენებ დმტს რიტუალს ყოველგვარი მძაფრი ემოციების გარეშე, თავდაპირველად დავლიე ჩემს მიერ უკვე წინა დღეებში მომზადებული მცენარეების ნაყენენი, ჯერ ერთი, ოცი წუთის შემდეგ დავაყოლე ამანიტა მუსკარია და მესამე მცენარე, ცუდი გემო ჰქონდა და ცოტა ჯინჯერიც მივაყოლე გულის რევის შესაჩერებლად. ნახევარი საათი ასე გავიდა, დაიწყო ჩვეული ჰალუცინაციები და მე დავარქმევდი ენერგიათა მიმოსვლის მცდელობა.

 ან არ ვიცი, შეიძლება ეგოს გაქრობის მცდელობა, ჩემი მეორე ნაწილი ყოველთვის ეწინააღმდეგება ამას. იგივე პროცესები მიმდინარეობს სიკვდილის დროს, სული უნდა მოსწყდეს სხეულს ისე რომ არაფერი აკავშირებდეს სხეულთან, ეს პროცესი კი მარტივი არ არის. მომინდა რომ ამომერწყია, ყოველთვის როცა ამ მომენტამდე მივდივარ ჩემთვის აუტანელი და რთული ხდება ეგოს დათმობა, ვთქვი რომ მინდა ეს, გადავიხარე და ნაგვის ყუთში ჩავაფურთხე, შემდეგ ვარწყიე და მომეშვა.

 ამის შემდეგ დაიწყო საოცრება, ჩემს თავს ზემოთ გაიხსნა რაღაც, საფეთქლებში ენერგია შემოვიდა და მე ვიტირე, ოღონდ ეს ტირილი არ იყო ჩვეულებრივი, რაღაც ძალიან მძიმე მომეხსნა ორგანიზმიდან. დავიწყე სიტყვა მადლობის გამეორება და რაც კიდევ კუჭში მქონდა ის ნივთიერება ნელ ნელა ამოდიოდა ქაფის სახით სანამ ბოლომდე არ ამოვიდა. სასიამოვნო თბილი ენერგია მოძრაობდა, ამ მოძრაობას და დინებას იწვევდა ან პირიქით ეს დინება იწვევდა ტვინის და ზურგის ხერხემლის კუნთების ვიბრაციას, თითო სიტყვაზე თითო რხევა.

ეს სიტყვებს მიღმაა და ამის აღწერა შეუძლებელია. გარდა ამისა ფეხის ტერფებშიც მოძრაობდა ენერგია და ეს ადგილიც ენერგეტიკულად გახსნილი იყო. ხელები გადავაჯვარედინე და ზევიდან მომავალი ენერგია ჯერ მკერდში ჩაიღვარა და შემდეგ მუცელში და ყველაფერი აივსო სითბოთი. სიტყვა მადლობა კი ნელ ნელა გარდაიქმნა სხვა მანტრად, ეს იყო იაჰ ვეჰ ან ამ სიტყვის სხვადასხვა ვარრიაციებად, იაჰ.. იაჰ... იაჰ.. იაჰ... ეს ბგერები მაგონებს ინდიელების სიმღერას იაჰი.. იაი იაჰი.. იაი ია.. ია იაჰი ია ია ია... და ასე შემდეგ. დაახლოებით საათი ან საათ ნახევარი გავიდა ასე და მივედი მდგომარეობამდე რომელსაც ადამიანის ჭეშმარიტი მდგომარეობა დავარქვი, ის მდგომარეობა როცა აცნობიერებ რომ ყველაფერი რაც ახლა ხდება ისე იყო წარსულშიც ისე იქნება ყოველთვის. ვთქვი რომ შემეძლო დამეწერა ხელები შევატყუპე და ჰაერში ავწიე, არაფერი იყო როგორც ადრე, არც ეს მოძრაობა გავდა სხვებს, წამოვდექი რომ დამეწერა რამე მაგრამ არ მინდოდა, არ მინდოდა რომ გამეფუჭებინა ეს მომენტი სიტყვებით...