გამოსცადე ბგერათა სიხშირეები

ხმის წარმომქმნელი 174 – 285 - 396 - 417 - 528 - 639 - 741 - 852 - 963


3/11/2016

პლანეტა დედამიწაზე ნაცხოვრი ერთი დღე






                                                                                                                                                         ღამის ორი საათი იყო, კრისტალების ინტუიციურად შერჩეული განლაგება ჩემი ბალიშის ქვეშ იდო, ფურცელზე სამი თხოვნა ჩამოვწერე რაც მინდოდა რომ შემსრულებოდა, ამ მომენტისთვის კარგად მოვემზადე. შავი თურმალინი ჩემი სხეულის „დაავადებულ“ ადგილას დავიდე და თვალები დავხუჭე. გავიდა ერთი საათი და უკვე ვგრძნობდი რაღაც რხევებს მაგრამ ჩემდა გასაკვირად არაფერი არ მოხდა. ორი საათის გასვლის შემდეგ ვიფიქრე რომ ყველაფერმა გადაიარა, რაღაცამ არ იმუშავა და გადავწყვიტე ეს ყველაფერი ჩამეწერა, იყო იქ რაღაც მომენტები ინფორმაციულ ნაკადში, ასტრალში გადასვლის, მაგრამ ძალიან სუსტი. მინდოდა გამერჩია ჩემი აზრები იმ აზრებისგან რომელიც ჩემი არ იყო, ვფიქრობდი რომ ეს დღეები რაღაც მე მე არ ვიყავი და მინდოდა „დამებრუნებინა ჩემი თავი“. ასე იყო თუ ისე მეგონა ყველაფერმა ჩაიარა და გადავწყვიტე დაძინება. გავიდა რაღაც დრო და ნელ ნელა შევედი წინა გამოცდილებისგან განსხვავებულ „ველში“.

ჩემს თავს და ცხოვრებას ვუყურებდი როგორც სხვა, დამკვირვებელი, ამჯერად ვიცოდი რომ ეს ჩემი ცხოვრება იყო, ასე ვთქვათ მე ვიყავი, ჩემი აღწერილობა, მაგრამ გამაოცა იმ ფაქტმა რომ ჩემი წინა დღე უბრალოდ სასწაული იყო, გავაანალიზე რომ იმდენად იღბლიანი ვიყავი რომ ყველაფერი მქონდა რასაც ვისურვებდი, ჩემი ცხოვრება იდეალური იყო და ღმერთის საჩუქარი ყოველი წუთი და თვითონ მეც. მივხვდი რომ ამ დღეს ყველაფერი უმწიკვლოდ გავაკეთე, კარგად მოვემზადე, ყველაფერი რასაც იმ დღეს ვაკეთებდი იყო უშეცდომო და იღბლიანი, ჩნდებოდნენ ადამიანები ვინც ოდნავი პრობლემის დროსაც კი მეხმარებოდნენ, იმ დღეს ყველაფერი მეუბნებოდა უბრალოდ „კის“.


                                                                                                                                                   
                                                                                                                                                                   
გავაანალიზე ჩემი ცხოვრება, თვითოეული მომენტი სადაც დავდიოდი, ვისთან ურთიერთობაც მქონდა, საოცრება იყო ის თუ როგორ განსხვავდებოდნენ ადამიანები ერთმანეთისგან. ასევე იყნენ ამ მკვეთრი ხილვისნაირი აზრების გარდა სხვა არსებებიც რომლებიც ამ ფიზიკურ სამყაროს არ განეკუთნებოდნენ. ერთერთი არსება დამამახსოვრდა განსაკუთრებით, ის მივამგვანე პატარა კუდიან თავკომბალას.

ვფიქრობდი მასზე რომ მას რაღაც ადგილი ეკავა ამ სამყაროში და ის ჩვენი ადამიანების მეორე, საპირისპირო მხარე იყო რომელსაც ვერასდროს ვხვდებოდით, ჩრდილისავით, მეორე მხარე, უბრალოდ ხანდახან მოვკრავთ ხოლმე თვალს, ჩვენ ისევე ამოუცნობი ვართ მათთვის როგორც ისინი ჩვენთვის. ქვებიდან ძლიერი იმპულსები მოდიოდა და გათენებამდე დავბორიალობდი „ასტრალში“



                                                                                                                                                                                                                                                                                                                               სულ უფრო და უფრო გაოცებული ვრჩებოდი მარტივი ჭეშმარიტებების აღმოჩენისას, ჩემი კონცენტრაციის უნარი გაზრდილიყო. დილით კი სამზარეულოში ხმები შევამჩნიე, თავიდან სული ან მოჩვენება მეგონა, გაოცებული ვიყავი ჩემი შესაძლებლობებით რომ დამეჭირა იმ „არსების“ თვითოეული ჩქამი, გრძნობები და ემოციებიც კი რომელიც კიდევ კარგი მამაჩემი აღმოჩნდა, გამჭოლად ვხედავდი, როგორ შევიდა აბაზანაში, პირი დაიბანა, დადიოდა იქით აქეთ და ასე შემდეგ, ბგერებით ლამის გამოსახულება აღვადგინე. ეს გასაოცარი იყო, ამის სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია.