გამოსცადე ბგერათა სიხშირეები

ხმის წარმომქმნელი 174 – 285 - 396 - 417 - 528 - 639 - 741 - 852 - 963


ეს უნდა წაიკითხოთ

❗️❗️❗️✅✅✅ავტორი არ ვიცი, ტექსტი დაკოპირებულია! თუ ვინმემ იცით ავტორი მომაწოდეთ ინფორმაცია და ჩავასწორებ. ტექსტი იდეალურია ❤️
"მესამე თვალი'' - ეპიფიზი, იგივე გირჩისებური ჯირკვალი
ესაა საიდუმლო ჯირკვალზე, რომლის ნამდვილი ფუნქციაც დამალულია თანამედროვე მედიცინაში. სიმართლე უნდა ითქვას, ამაში დამნაშავე მედიცინა კი არაა, არამედ თავად ადამიანი როგორც მიწიერი არსება.
გირჩისენური ჯირკვალი სინამდვილეში არის ჩვენი მესამე თვალი. ესაა ჩვენი გონების, ჩვენი წარმოსახვის, ჩვენი განვითარებული ინტუიციის იგივე თანდაყოლილი უნარის ორგანო, რომელიც თავისი ფუნქციურობის მინიმუმსაც ვერ ასრულებს იმდენადაა მიძინებული. ესაა ჩვენი ტვინის ორგანო, რომლითაც ვოცნებობთ, გვაქვს წარმოსახვა და ფანტაზიები, სიზმრები. და თუ მას განვავითარებთ სპეციალური მასტიმულირებელი ვარჯიშებით, ის ნელ-ნელა ისევ გააქტიურდება და ისევ ,,აგვეხილება'', რათა აღვადგინოთ ჩვენში თანდაყოლილი უნარი დავინახოთ ის, რაც მატერიალური ცნობიერების მქონე ადამიანისთვის არის უხილავი.
გააქტიურების შემდეგ ეპიფიზი გვაძლევს საშუალებას დავინახოთ რეალობის სხვა განზომილებები, სხვა განზომილებების არსებები, მათთან კონტაქტის დამყარება შევძლოთ. შევძლოთ ასტრალური მოგზაურობები, დავტოვოთ ჩვენი ფიზიკური სხეული და ვიხილოთ სხვა განზომილებები ჩვენი ეთერული სხეულით. განვავითაროთ ფსიქიკური უნარები, როგორებიცაა ნათელხედვა, ტელეპატია, დროში მოგზაურობაც კი.
ძნელი მისახვედრი არაა რატომაა ეპიფიზის, იგივე გირჩისებური ჯირკვლის ეს სულიერი ფუნქცია გასაიდუმლოებული. ამ კითხვის პასუხი ეკლესიაშია. საუკუნეების განმავლობაში ადამიანის ღმერთთან ერთადერთი კავშირი რელიგიის წიაღში იყო ნებადართული და ეს გავლენა თანდათან უფრო და უფრო იმორჩილებდა ადამიანის თავისუფალ ნებას, უფრო და უფრო თრგუნავდა მასში თავისუფალი აზროვნების უნარს, უფრო და უფრო უბრმავებდა სულის და გონების თვალს. თაობების მანძილზე დაგმობილმა უნარებმა,ინკვიზიციამ, განკითხვამ, განკვეთამ, ცოდვის შიშმა დააშინა ადამიანი და მან საკუთარი ნებით ,,დახუჭა გონების თვალი''.
სინამდვილეში კი ერთადერთი ინსტრუმენტი ღვთიური კავშირისთვის არის ჩვენში, ყოველ ჩვენგანში.
გირჩისებურ ჯირკვალს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს:
კათოლიკე ქრისტიანებისთვის ისაა ღმერთის ძალა;
მასონური განმარტებით ისაა ციკლოპის მზერა;
ეგვიპტური ტრადიციით ისაა ჰორის თვალი.
ღვთიური გეომეტრიის მიხედვით ჰორის თვალი ემთხვევა ტვინის სტრუქტურას.
აღმოსავლური ფილოსოფიით ისაა ინტუიციისა და ნათელხედვის მესამე თვალი.
ინიციაციის ფილოსოფიაში ეპიფიზი ნიშნავს ,, სამოთხის კარს'' ;
ფრანგი ფილოსოფოსის, მათემატიკოსის და ფიზიკოსის რენე დეკარტის თქმით გირჩისებური ჯირკვალი სხეულს აკავშირებს სულთან. ყველასთვის ცნობილია მისი ტერმინი რომლითაც ის აღწერდა ეპიფიზს - ,, სულის საჯდომი''.
მედიცინის მიხედვით ეპიფიზი (გირჩისებური ჯირკვალი) პასუხისმგებელია მელატონინის გამომუშავებაზე. მისი ნაკლებობა იწვევს ინსომნიას, დეპრესიას. მელატონინი შედის ზოგი პროდუქტის შემადგენლობაში, როგორებიცაა შვრია, სიმინდი, პომიდორი, კარტოფილი, ნიგოზი, ბრინჯი და ბალი.
ძველი შუმერების და ბაბილონიელების ტაძრებში თაყვანს სცემდნენ გირჩს.
ვატიკანში არის გირჩის ფორმის მონუმენტი.
ეგვიპტის პირამიდებშიც იეროგლიფებს შორის გვხვდება გირჩის გამოსახულება.
ეპიფიზი გამოყოფს სეკრეციულ სუბსტანციას დმტ ( დიმეტილტრიპტამინი) , რომელიც გამოიყოფა თვალების სწრაფი მოძრაობით. ამ სუბსტანციას ასევე უწოდებენ ,, სულის მოლეკულას'', ის გამოიყოფა როცა გვძინავს და სიზმრებს ვხედავთ, ის პასუხისმგებელია ვიზუალიზაციის პროცესში წარმოსახულ კადრებზე.
სხვადასხვა თერაპიებთან ერთად ჩართულია პროგრამებში ჰიპნოზის თერაპია, რომელიც სწორედ ვიზუალიზაციის და წარმოსახვითი კადრების საფუძველზე მიმდინარეობს. კლასიკური ჰიპნოზის საკმაოდ მოძველებული მეთოდი - თვალებთან საათის სწრაფი მოძრაობა - სწორედ ტვინის ამ ორგანოს გააქტიურებას ემსახურება.
ეპიფიზის ფუნქცია პირდაპირ კავშირშია ძილის და ღვიძილის ციკლთან.სიბნელეში ეპიფიზი გამოყოფს მელატონინს.ამიტომ ძილის ფუნქციის მოსაწესრიგებლად საჭიროა შუქის არეს გაერიდოს ინდივიდი.
დმტ ( დიმეტილტრიპტამინი )იმდენად აქტიურია, რომ შეუძლია ადამიანის ცნობიერი გადაიყვანოს განზომილებებში და დროში. სიკვდილის წინ გამოიყოფა დიდი რაოდენობით დმტ, ამიტომაც მომაკვდავის ცნობიერის შესაძლებლობა გაცილებით ფართო მასშტაბისაა, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის.
ეპიფიზი აღწევს მისტიკურ და განზომილებათშორის მდგომარეობას ტვინში. ეს არის ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ჰალუცინოგენი, რაც კი არსებობს და აქვს სიღრმისეული ეფექტი ადამიანის ცნობიერის მართვაში.
ეს ჰალუცინოგენური ეფექტია სწორედ რაც ეხმარება ქვეცნობიერს მიწვდეს ჩვენს აკაშურ ჩანაწერებს, ამიტომაცაა ყველა გამოცდილება პერსონალური და უნიკალური.
დმტ-ს გამოყოფისას ცნობიერის მდგომარეობას ბუდიზმში ძენი, ხოლო ინდუიზმდი სამადჰი ეწოდება.
გარდა დღე-ღამის ციკლთან დაკავშირებული ამ ასპექტებისა როგორიცაა სხეულის ტემპერატურა, ჰორმონალური ციკლი, რეპროდუქციული ფუნქცია - მელატონინი მონაწილეობს იმუნიტეტის როლშიც. მელატონინი არის ანტიკანცეროგენული - იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მიერ ზიანის მიყენებისგან, აფერხებს დნმ-ის სინთეზს გარკვეულ სიმსივნურ უჯრედებთან და უჯრედების სიკვდილთან ( აპოპტოზი).
მისი გამოყოფის დონე ასაკთან ერთად მცირდება.
მელატონინი რადგან არის ანტიოქსიდანტი, ნიშნავს იმას, რომ ასევე არის დაბერების საწინააღმდეგო
May be art

ყურადღება, ეს პოსტი ამოვიკითხე ჩემი ერთერთი მეგობრის ფეისბუქ გვერდზე და გადავწყვიტე რომ გამეზიარებინა რადგან ადამიანების უმრავლესობამ არც კი იცის რომ აქვს ორგანო გირჩისებრი ჯირკვალი, იგივე მესამე თვალი. ეს იგივეა გქონდეს ხელი, ფეხი და არ იცოდე.

No comments:

Post a Comment