გამოსცადე ბგერათა სიხშირეები

ხმის წარმომქმნელი 174 – 285 - 396 - 417 - 528 - 639 - 741 - 852 - 963


აფირმაციები და მანტრები

აფირმაცია ეს შეიძლება ითქვას არის რაღაც სიტყვა, ფრაზა აზრი რომელის ბევრჯერ გამეორებისას საკუთარ ქვეცნობიერს ვარწმუნებთ რომ ის რაც გავიმეორეთ ნამდვილად მოხდება, უფრო ზუსტად რომ ითქვას რასაც ვამბობთ უკვე მოხდა აქ და ახლა. ამ დროს დრო არ არსებობს, დრო პირობითია. რისთვის გვჭირდება ეს? ეს არის განკურნების ერთერთი გზა და არამარტო განკურნების, ამით შესაძლებელია ბევრი რამის მატერიალიზაცია, ანუ ჩვენს ცხოვრებაში ბარაქის, ჯანმრთელობის, ურთიერთობების მომატება, გაუმჯობესება. ჩემი იდეა იმაში მდგომარეობს რომ როდესაც ორი ან მეტი ადამიანი აკეთებს აფირმაციას მატერიალიზაცია უფრო ძლიერია, ამას ამყარებს ბიბლიაში მოცემული ერთერთი ფრაზა: "სადაც ორი ან სამი არის შეკრებილი ჩემი სახელით მე ვარ მათ შორის". მაგრამ აქ იმალება საფრთხე, რა არის ეს საფრთხე? კითხვა შეიძლება ასე დაისვას, ნამდვილად გვინდა ის რაც გვინდა? ზოგს უნდა მეორე ნახევარი, ზოგს უნდა სიმდიდრე, ესა თუ ის ნივთი, ესა თუ ის სხეული მაგრამ ეს მოგვიტანს ბედნიერებას? ყოველთვის ყველაფერს არ მოაქვს ბედნიერება. ადამიანი ბედნიერია მაშინ როდესაც აქვს სიყვარული. როდესაც ეს ხდება მის ირგვლივ იქმნება ისეთი სიტუაცია სადაც სრულდება მისი სანუკვარი სურვილები რადგან ღმერთი, ანუ სიყვარული არის მამა რომელსაც არ ენანება საყვარელი შვილისთვის ყოველგვარი სიკეთე, მას სურს რომ საკუთარი შვილი იყოს კარგად. სად მივყავართ ამ აზრს? ამ აზრს მივყავართ იქითკენ რომ აფირმაციით შესაძლებელია ყველაფრის გაკეთება მაგრამ თუ სიყვარული არ არის ეს არ მოუტანს ადამიანს სიკეთეს. და მაინც, რა შეიძლება იყოს ღმერთის, სიყვარულის ნება? უფრო მეტი ბარაქა, სიბრძნე, ცოდნა. მე მინდა რომ გაგიზიაროთ რამოდენიმე ფუნდამენტური აფირმაცია რომელიც ღმერთის ნებას ასახავს:

სურათზე გამოსახულია ადამიანის ენერგეტიკული ცენტრები (ჩაკრები), თვითოეულ ჩაკრას შეესაბამება თითო აფირმაცია: ვიწყებთ მულადჰარადან და ავდივართ საჰასრარამდე და თან ამ სიტყვის გამეორების დროს ვცდილობთ ყურადღება გადავიტანოთ სხეულის იმ ნაწილზე სადაც ეს ცენტრი მდებარეობს და ასევე ვაქცევთ ყურადღებას ამ სიტყვის მნიშვნელობას.


1. მე ვარ 
2. მე ვგრძნობ
3. მე ვაკეთებ
4. მე მიყვარს
5. მე ვლაპარაკობ
6. მე ვხედავ
7. მე ვაცნობიერებ


შესაძლებელია ასევე ამ აფირმაციების სხვა უფრო გასაგები სიტყყვებით და ვრცლად წარმოთქმაც რათა უფრო ფუნდამენტურად გაიგოს ჩვენმა ქვეცნობიერმა ამ სიტყვის შინაარსი, მაგალითად:

1. მე ვარ უსაფრთხოდ და მხარდაჭერილი
2. მე ვარ მხიარული, სპონტანური და შემოქმედებითი
3. მე ვმოქმედებ გამბედავად და ძლიერად
4. მე ვარ მშვიდი, ამჟამად (აქ და ახლა) და ცენტრირებული
5. უსაფრთხოა რომ ვილაპარაკო ჩემი სიმართლე
6. მე ვცხოვრობ  სიცხადით და ინტუიციურად 
7. ყველაფერი არის ისე როგორც უნდა იყოს

პრინციპი გასაგებია, არის უფრო დახვეწილი აფირმაციებიც, თვითოეული შეესაბამება ადამიანის ცხოვრების გარკვეულ ასპექტებს და თვითოეულ ადამიანს ესა თუ ის ცენტრი შეიძლება ჰქონდეს შედარებით უფრო დახვეწილი ან კიდევ განუვითარებელი. მაგალითად ადამიანს ვისაც უჭირს ლაპარაკი გასაგებია რომ აქ პრობლება არის ყელის ცენტრში, ვიშუდჰაში და ასე შეიძლება ითქვას ყველა ცენტრზე (ეს დაყოფა პირობითია). ამ სიტყვების მრავალჯერადი გამეორებით ჩვენ შეიძლება ითქვას ვქმნით საკუთარ თავს. ვაცნობიერებთ რა რომ ესა თუ ის პრობლემა სხეულში გამოწვეული არის ისევ და ისევ ჩვენს მიერ და ჩვენვე შეგვიძლია განვკურნოთ საკუთარი არსება.

გადავიდეთ შემდეგ უფრო დახვეწილ აფირმაციებზე რომლებიც ჩემი აზრით ფუნდამენტურად კურნავს და აღადგენს სულს რომელიც რეალურად ჩვენ ვართ.
მაგალითად: 

ბოდიში
გთხოვ მაპატიე
მადლობა
მიყვარხარ

ამ მედიტაციის ტექნიკას ეძახიან ჰოოპონოპონოს რომელიც შეიცავს ოთხ ფრაზას რომლის გამეორებითაც მაღლდება ვიბრაციები რაც არის იმის გარანტია რომ მოისპობა ყოველგვარი ბოროტება.

ასეც შეიძლება:

მიყვარხარ
ბოდიში 
გთხოვ მაპატიე
მადლობა

შეიძლება პირდაპირ გავიმეოროთ სიტყვა მიყვარხარ, მე მიყვარს ეს ადამიან, სიყვარული, მშვიდობა ამ ადამიანს და ეს ისევე იმოქმედებს და შეიძლება უკეთესადაც. 

ნებისმიერი აფირმაცია რომელსაც ადამიანი შეყავს სიმშვიდისა და სიყვარულის მდგომარეობაში არის კარგი. ასეთი შეიძლება იყოს იესო ქრისტელ ლოცვა, ჰარე კრიშნა მაჰა მანტრა, ომ მანტრა, ან მანტრა რომელსაც მასწავლებელი გვაძლევს ინიციაციის დროს რომელიც შეიძლება ითქვას არის პირადად ჩვენი.


No comments:

Post a Comment