გამოსცადე ბგერათა სიხშირეები

ხმის წარმომქმნელი 174 – 285 - 396 - 417 - 528 - 639 - 741 - 852 - 963


2/27/2020

ნაწყვეტი ჩემი მოგზაურობიდან იტალიაში

ამოვედი მატარებლის სადგურიდან და დავინახე მოსაცდელში მჯდომი თეთრწვერა მოხუცი ოდნავ უცნაური ტანსაცმლით და ფერადი ქუდით. ჩვენ გავიცანით ერთმანეთი და გავუდექით გრძელ გზას მის პარტნიორ ქალბატონ ვილმასთან ერთად ექსპულატაციიდან ამოღებული მანქანით სადღაც. ფიქრები ღელავდნენ როგორც ზღვის ტალღები, გავიარეთ გრძელი და მიხვეულ მოხვეული გზა და მივადექით მთის მწვერვალზე აშენებულ სახლს. შესვლის და დაბინავების თანავე ვიგრძენი იქ მყოფი განსაკუთრებული სიმშვიდე. აქ დროებით ცხოვრობდა ერთი ბრაზილიელი ყმაწვილი ფაბრიციო, რომელიც იოგათი იყო დაკავებული, თვითონ ეს ალესანდრო კი მედიტაციის პრაქტიკით. ამ სახლში კიდევ ცხოვრობდნენ კატები რომლებიც თავს ბედნიერად გრძნობდნენ ამ ადგილას, ჰანთერი, მისი მეუღლე და ორი შვილი. სახლი აშენებული იყო დიდ ქვაზე სადაც ძველ დროს შამანები ატარებდნენ რიტუალებს და გადმოცემის თანახმად ეს ადგილი იყო განსაკუთრებული მისი მდებარეობის გამო. ამ ადგილას საინტერესო სიზმრები მქონდა ძილის დროს და გამოვყოფდი ერთერთს რომელიც აქედან წასვლის წინ მესიზმრა: დავინახე მამაკაცი რომელიც იწვა საავადმყოფოში და როგორ ითხოვდა რაღაცას მაგრამ არ შეეძლო მეტყველება და მოძრაობა კარგად. ბარძაყიდან ამოიწია წითელი ზოლი ნელ ნელა და შევიდა შიგ თავში, ეს გავდა შედედებულ სისხლს. შემდეგ გავარკვიე რომ ყოფილა სანდროს მეგობარი და მართლაც იწვა საავადმყოფოში ტვინში მოხვედრილი თრომბის გამო რომელიც ზუსტად იმ ადგილიდან ამოვიდა რომელიც მე ვაჩვენე. ეს კაცი აღმოჩნდა იტალიაში ერთერთი საზოგადოების დამფუძნებელი რომელსაც ელფების საზოგადოებას ეძახიან, ალესანდრომ მითხრა რომ ამ ხალხთან თუ წავიდოდი, იქ უფრო მეტი თავისუფლება იყო ვიდრე სხვაგან, მანდ შეიძლებოდა შევხვედროდი ყველანაირ ადამიანს. ისე დაემთხვა რომ მე ვეძებდი ახალ ადგილს დასარჩენად და თან დავეკონტაქტე აქაურ სანტო დაიმეს სადაც აიაჰუასკას ცერემონიებს ატარებდნენ, მაგრამ მათ მომწერეს რომ ვერ დავრჩებოდი იქ ღამის გასათევად. მოხუცმა ერთი გოგოს ნომერი დამიტოვა ამ საზოგადოებიდან და რუკაზე მიმასწავლა თუ სად იყო ეს ადგილი, გავუდექი შორ გზას რომელიც გაგრძელდა თითქმის მთელი დღე მძიმე ზურგჩანთით და ჩემთვის უცნობ ადგილებში. მივადექი იმ ელფებს და შევაღე კარები, არავინ მელოდა, ყველა ინტერესით მიყურებდა და ალბათ უნდოდათ გაეგოთ თუ ვინ ვიყავი, მე ავუხსენი თუ საიდან მოვედი გაუგებრად რადგან დაღლილი ვიყავი და თან გატეხილი ინგლისურით ვსაუბრობდი, მათთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ისინი იღებდნენ ყველა სტუმარს ვინც მოვიდოდა, აძლევდნენ საკვებს  და სმანდ დარჩენის საშუალებას რაღაც დროით. მე დავისვენე და ვაკვირდებოდი თუ რა ხდებოდა ირგვლივ, აქ მედიტაცია კარგი იყო. ვხედავდი ყველანაირი ასაკის ადამიანს ამ ადგილას, ეს იყო ერთი ოჯახივით. მე მივედი ვახშამის გაკეთების პროცესში და საჭმელი იყო ვეგეტარიანული და ძალიან გემრიელი, ყველა მიირთმევდა ერთად ცალკე გამოყოფილ დიდ სასტუმრო ოთახში. ირგვლივ ყველგან ხელნაკეთი ნივთები იყო და ვხედავდი შიგადაშიგ საინტერესო სურათებსაც. ამის შემდეგ ერთმა ქალმა ამიხსნა თუ სად რა იყო, მიმიყვანა სააბაზანოში სადაც წყალი სპეციალური დანადგარით შეშის ცეცხლზე ცხელდებოდა და შემდეგ შეიძლებოდა დუშის მიღება. გავედით გარეთ და მანდ აიღო და მაჩვენა შუშის ბოთლი სადაც წყალი ესხა და მითხრა რომ მათ არ ქონდათ ტუალეტი. ადამიანი უნდა გასულიყო ბუნებაში და ამოეთხარა მიწა და იქ ჩაეჯვა და შემდეგ ტრაკი ამ წყლით ჩამოებანა, შემდეგ კი მიწა დაეფარებინა. მე გავაპროტესტე და ისიც ვთქვი რომ მე დავეხმარებოდი ტუალეტის ამოთხრაში მაგრამ მან მითხრა რომ აქ ასეთი ამბები სხვანაირად წყდება. შემდეგ მან მაჩვენა საერთო საძინებელი ოთახი სადაც მატრასები რამოდენიმე სართულზე იყო განლაგებული და ზოგს კიბით უწევდა ასვლა, ამ ოთახში ის მოხუცი პაციენტი იწვა რომელიც საავადმყოფოში ვნახე და ეძინა. ზამთარი იყო, დაღლილი ვიყავი, ემოციურად შეიძლება ითქვას არასტაბილური რადგან საუბრები მქონდა ჩემს მეგობარ გოგოსთან რომელიც იტალიაში ცხოვრობდა და ასევე ჩემს უახლოეს მეგობართან რომელთან ერთადაც გავატარე ჩემი ბავშვობა და სკოლის პერიოდი, ახლა გერმანიაში იმყოფებოდა, მან დამპატიჟა თავისთან სახლში, რადგან ჩემთვის აქ რთული იყო მოგზაურობის გაძლება, გადავწყვიტე მეორე დღეს წავსულიყავი პირდაპირ გერმანიაში, იმ ღამით საერთო საძინებელში მეძინა, დილით კი ვნახე ავადმყოფი მოხუცი რომელიც ძლივს ჩლიფინებდა და მოძრაობდა. ხელი ჩამოვართვი დამშვიდობების წინ და გავუდექი კიდევ უფრო შორ გზას.
pistoia