გამოსცადე ბგერათა სიხშირეები

ხმის წარმომქმნელი 174 – 285 - 396 - 417 - 528 - 639 - 741 - 852 - 963


10/30/2018

საზამთროსფერი ხელებით დაწერილი გამოცდილება



გუშინ ღამე მე ის არ ვიყავი რაც აქამდე ვიყავი.  უჩვეულო, აქამდე ჩემთვის არარსებული ცნობიერება ტალღასავით უსწრაფესად მომასკდა და 2-3 წუთით პანიკაში ჩავვარდი, შედმეგ ვეცადე გამეცნობიერებინა რომ ცუდად არ ვარ, გული ჩვეულებრივად მიცემს და უნდა დავიჭირო და მივყვე იმ დინებებს რომელიც ჩემში წარმოიქმნება. 

შემდეგ აბსოლიტურად შეიცვალა ყველაფერი ოთახში, ერთი წამით გავიფიქრე რომ კისერზე თავი ხრახნით მაქვს დამაგრებული, ეს კი მოყვითალო ეიფორიაში მაგდებდა, ერთდროულად სიხარულის და შიშის განცდა მეუფლებოდა. ცეკვა და იატაკზე გორაობა დავიწყე, მერე წამოვდექი და ვცდილობდი დამეწერა რას ვხედავდი და ვგრძნობდი. ვგრძნობდი რომ საზამთროსფერი ხელებით ვწერდი, მტევნები გამჭვირვალე შეფერილობას იღებდა, ხან თითები უცნაურ, ერთმანეთში გარდამავალ ფერებს იღებდა, შემდეგ წერა ვეღარ გავაგრძელე, ფურცელმა ერთიანობა დაკარგა, მოძრაობა დაიწყო და იშლებოდა, ფიქრთა დინება უსწრაფესი გახდა და შეუძლებელი იყო ამ რიტმში წერა, ლაპარაკი და ნებისმიერი ექსპრესია. მივხდი რომ გაცნობიერებულ სიზმარში ვარ, სადაც საზღვრები არ არსებობს და უნდა დავწვე.  


შემდეგ კედლებმა ადგილმდებარეობა შეიცვალეს, საგნებმა ფერები, მათ დანიშნულებას ვხვდებოდი, ვიცოდი რატომ არსებობენ და რასთან არიან კავშირში, ვგრძნობდი რომ ყველაფერს თავისი სული აქვს, ყველაფრის ვიზუალიზაცია შეიცვალა, ათასნაირი ფერები იყო ერთმანეთში გადახლართული, მოზაიკური ფორმები, რაღაც სიმბოლოები რომლებსაც ცენტრი გააჩნიათ და ამ ცენტრიდან სხვადასხვა ფერის სხივებით იკვებებიან. ჩემში ყველაფრის ერთიანობას ვგრძნობდი. ვგრძნობდი რომ ოთახში მარტო არ ვიყავი, ვიღაც მიყურებდა ბუს თვალებით, მაკვირდებოდა, დამცინოდა იმის გამო რასაც ვფიქრობდი,რაღაც პერიოდი ათასნაირ დემონებთან, ურჩხულებთან, საზიზღარ არსებებთან ერთად ვიყავი სადღაც მისტიკურ გამოქვაბულში, ისინი მაშინებდნენ თუმცა ყოველთვის იყო ჩემი მეორე მე, ჩემი გონი რომელიც მაკვირდებოდა და მაბრუნებდა რეალობაში, ასე ვახერხებდი მათ განდევნას, შემდეგ სულ გაქრნენ და გამოქვაბულში დავრჩი მედიტაციურ მუსიკასთან ერთად, სრულ ვაკუუმში, მუსიკა როგორც მსუბუქი ბუშტი კედლებს აქეთ იქით ეხეთქებოდა.  

                                                                                                                                  რაღაც დროის შემდეგ უცნაური და სასიამოვნო არსებები (რომლებიც გარკვევით არ ჩანდნენ, ვერ ვხედავდი და შეუძლებელია აღწერა) ცდილობდნენ რომ ხორციდან ამოვეთრიე და მივხვდი რომ მე სული ვარ და სწორად უნდა განვსაზღვრო რა მინდა და შემდეგ ვაკეთო ყოველთვის ის, რაც მინდა. სხეულის შეგრძნება საერთოდ დამეკარგა.ლოგინზე ვეგდე, მაგრამ ვმოგზაურობდი. ვფიქრობდი როგორი იქნებოდა პირველი საუკუნის ადამიანის ფანტაზიის უნარი, თანამედროვე ადამიანის ფანტაზიის უნართან შედარებით. სადღაც არარსებით სივრცეებში ვიყავი გადაჭრილი ,ეს ერთდროულად მიტაცებდა და შიშსაც იწვევდა,მაგრამ ამ დროს ჩემი რაციონალიზმი აქტიურდებოდა და რეალობას ვუბრუნდებოდი, ვერაფრით ვერ მოვახერხე რომ გონება აბსოლიტურად გამეთიშა, მოვდუნებულიყავი და არაფერზე მეფიქრა. ბოლოს ძალიან დავიღალე, დიდ ხანს ვიყავი ზემოქმედების ქვეშ და რომ გამოვსულიყავი იმ მდგომარეობიდან ჰაშიში მოვწიე. მერე ცოტა ხანში დავიძინე. ახლა რომ გავიღვიძე რაღაცეების გაანალიზებას ვიწყებ, ვცდილობ ყველაფერი გავიხსენო მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმის რაც გუშინ ვნახე და შევიგრძენი.  ეს იყო უზარმაზარი გამოცდილება მხოლოდ ერთ ღამეში.


ჩვენი სურვილები ისე სწრაფად ვერ გაიზრდებიან
როგორც მცენარეთა ნაყოფები
იფიქრე განსხვავებებზე
დამპალ ყვავილებზე როცა სევდა ჯარისკაცივით ცივად დადის
აქანავე თეძოები კუდამოძუებული დროშებივით
როცა მწერებს გაყრი გარეთ
და მიაყუდებ შენს თავს კუთხეში
დემონსტრაციული არქიტექტურის ბაზრულ ღირებულებებში
ირგვლივ დაბლა მყოფ ამღვრეულ თვალთა შორის
სადაც რამდენიმე ბგერით საუკუნეების წარმოქმნა შეიძლება

ENKI