გამოსცადე ბგერათა სიხშირეები

ხმის წარმომქმნელი 174 – 285 - 396 - 417 - 528 - 639 - 741 - 852 - 963


6/02/2024

ათ დღიანი ვიპასანას კურსი

 მეგობარმა მითხრა ვიპასანას ათდღიან კურსზე და დამაინტერესა, ვიგრძენი ჩემი იყო და გამწმენდდა, თავიდანვე ასეთი გრძნობა მქონდა. გადავწყვიტე და მინდოდა ამ სიმძიმეებისგან განთავისუფლება რაც ეს დღეები და მთელი ჩემი ცხოვრება დამყვებოდა. ბევრი ბრძოლის შემდეგ მაინც წავედი ნ. სთან ერთად. მედიტაცია იწყებოდა დილის ხუთის ნახევარზე ერთი საათი, მერე შესვენება, ჭამა, დასვენება ნახევარი ერთი საათი მერე ისევ მედიტაცია ერთი საათი, დასვენება ხუთი წუთი და მერე ისევ ერთი საათი მედიტაცია, ასე მთელი დღე ათი დღის განმავლობაში სამჯერადი კვებით და მცირე დასვენებებით, საერთო ჯამში ალბათ 9 საათი მედიტაცია. პირველი დღეები კარგად არ მახსოვს, სარეცხის მანქანაში ვტრიალებდი თითქოს, სადღაც მეშვიდე დღეს ერთი პოზა შევინარჩუნე ჯდომის დროს, მტკივნეული პოზა, ხელები და ფეხები ჩავკეტე და ასე გავუძელი ერთი საათი, ცრემლები წამომივიდა ავტომატურად და მერე ამას ემოციებიც მოყვა თან, რომ ავდექი მარცხენა ფეხის თითიდან გაიხსნა ენერგია თავის კინკრიხომდე და ვგრძბობდი სუნთქვის გახსნას, ქარის შეხებას სხეულზე, თვითოეული მომენტის უნიკალურობას და განუმეორებლობას, მინდოდა რაიმე ცოცხალ არსებას შევხებოდი და მეგრძნო გარეთ რომ ვსეირნობდი და დავინახე იქ დედალი ძაღლი იწვა, მივედი და ორივე ხელით შევეხე, ცოტა გადატრიალდა გადმოტრიალდა, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, მერე წამოდგა და გაიზმორა, არ ვიცი შეიძლება იმანაც რამე იგრძნო რადგან მე ვგრძნობდი. შემდეგ დღეებში ტკივილის არიდების თითქოსდა განსხვავებული ხერხები ვიპოვე, რადგან მეორეჯერ ამის გამეორება ჩემში ავტომატურად ტკივილისგან არიდების იმპულსს იწვევდა, არავინაა მაზოხისტი, ვაკვირდებოდი ტკივილს ფეხებში, მთელს სხეულზე. ვაკვირდებოდი სუნთქვას და ნებისმიერ გრძნობას სხეულზე, აზრებს და ემოციებს. რამოდენიმე გამოუვალ სიტუაციასაც შევეჩეხე ჩემს აზრებში რამაც იმოქმედა ჩემზე, მაგრამ მაგ დროს სულ სუნთქვაზე დაკვირვება მახსენდებოდა და ჩემი ყურადღება აქ და ახლა მომენტზე გადამქონდა, თუმცა სადღაც შინაგანად ვგრძნობდი რომ იქ გარეთ იმ არც თუ ისე სასიამოვნო რეალობასთან მომიწევდა პირისპირ შეხება, (თითქოს ეს ინფორმაცია რეალობიდან მოვიდა?). მიუხედავად ამისა მე ხომ ახლა აქ და ახლა ვიყავი და ის მომავალი იყო მე რასაც ჩემი გონების პროექციით განვიცდიდი, გავაანალიზე რომ არ ღირდა ნერვიულობა იმეზე რაც ჯერ არ მომხდარა. არც იმაზე ღირდა ნერვიულობა რაც უკვე იყო და მოხდა. ამის მერე სამი დღე ისევ ვიტრიალე სარეცხის მანქანაში და ვიპასანას ტექნიკა მივიღე. იმ რეალობასთან შეჯახება მაინც მომიწია რაც იქ გარეთ დამხვდა, მიუხედავად იმისა რომ არც ეს რეალობა იყო ადვილი გასაძლები რაც იმ მედიტაციების დროს ხდებოდა ვიპასანას ცენტრში, შინაგანად ვიცოდი ყოველი მტკივნეული და რთული მომენტის დროს რომ ეს დიდი დახმარება და შვება იყო, მიუხედავად სირთულეებისა მიხაროდა მანდ ყოფნა და მადლიერი ვიყავი, ფიზიკური დისკომფორტი არაფერი იყო იმ ფსიქოლოგიურ დისკომფორტთან შედარებით რაც მე მქონდა შინაგანად, ცხოვრებისეულ დონეზე. აქ უკვე  გამოვიმუშავე ნება რომ არ უნდა დამეკარგა შინაგანი ბალანსი ისევე როგორც არ დავკარგე ეს იმ მომენტში როდესაც ტკივილს შევხვდი პირადად. ახლა ვფიქრობ რომ მიუხედავად გაჭედილი სიტუაციისა ჯობია საკუთარ კომპლექსებს, შიშებს და ნეგატივს პირისპირ შეხვდეს ადამიანი რომ ბოლოს და ბოლოს განთავისუფლდეს მათგან. ჩვენ გვეშინია ტკივილის, ფიზიკური ტკივილი სინამდვილეში ფსიქოლოგიურ ტკივილსაც აღვიძებს რაც უფრო მტკივნეულია ვიდრე ფიზიკური. სწორედ ამას გაურბის ყველა ადამიანი. ალბათ ეს დაბადებიდან მოგვყვება და იმდენად ღრმადაა გამჯდარი რომ გვიჭირს ამისგან განთავისუფლება. მოკლედ, ეს მინდოდა დამეწერა, ბევრის წერას ალბათ ისედაც არ აქვს აზრი. 

ამ ტექნიკის დახმარებით ნებისმიერი რთული ცხოვრებისეული გამოცდის გავლაა შესაძლებელი მათ შორის სიკვდილის.