მახსოვს ღამის თორმეტი საათი იყო, მე მოლოდინით ვიწექი ჩემს საწოლში და
ველოდებოდი რაღაცას, რაღაც უცნაურს და მისტიურს. დრო გავიდა და რომელიღაც წამში ვიგრძენი
ჩემი თავის ზემოთ ისეთი რამ რასაც არ მოველოდი და დამიჯერეთ როგორც შემდეგ გავარკვიე
ვერც ვერასოდეს წარმოიდგენს ადამიანის გონება ასეთ რამეს როდესაც ამ საბედისწერო მომენტამდე
მივა.
პირველი ჩემი აზრი იყო, ვინ ხარ?
ეს სამყარო თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა და მე ჩავედი ჩემი არსების სიღრმეებში, ეს ერთდროულად შემაძრწუნებელიც იყო და გასაკვირიც. აზრები შემდეგნაირი იყო:
როგორ მალავენ ამას როდესაც ეს პირდაპირ ჩვენ ვართ, ჩვენი სამყარო და ყველაფერი
რაც არსებობს ჩვენშია.
და ყოველი ასეთი მოგზაურობისას შიგნით ვაცნობიერებდი რომ ის ადამიანები
რომლებიც ჩემს ირგვლივ არიან, უკლებლივ ყველას ეშინია აქ ყოფნის ისინი გარბიან. ისინი
მზად არ არიან ამისთვის ეს იმდენად რეალური იყო რამდენადაც სიკვდილი.
ეს ისეთი მოგზაურობა იყო რომელიც არცერთხელ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში
არ განმიცდია და ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ასეთი რამ უბრალოდ მოხდებოდა.
ვხედავდი ერთ ადამიანს და ვაკვირდებოდი მის მოქმედებას და ქცევას, საინტერესო
იყო მისი პერსონაჟი, შიგნიდან ვხედავდი მას, ყველა მხრიდან, როგორ უყურებდნენ მას სხვები,
რას განიცდიდნენ მის მიმართ, როგორი იყო ის სინამდვილეში. ვხედავდი მის დადებით თვისებებს
რა მოსწონდათ მასში სხვებს, მის შინაგან სურვილებსაც კი ვგრძნობდი სასიყვარულო მისწრაფებებს,
ვნებებს, ამბიციებს... მის ლტოლვას ამქვეყნიურისაკენ მის გიჟურ ქცევებს და ბოლოს ვნახე
მისი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი რომელმაც მე გამაკვირვა და გამაოცა. თითქოს მან
გადაუხვია გზიდან, ის აღარ იყო რაც ადრე! გულწრფელად მიკვირდა და გაოცებული ვიყავი!
და აი ასე ნახევარი საათი პირი მქონდა ღია! უბრალოდ იმიტომ რომ მიკვირდა,
ძალიან მიკვირდა რომ აღმოვაჩინე ბოლოს რომ ეს პიროვნება მე ვიყავი!
დავჩერებოდი იატაკზე დანთხეულ მოყავისფრო მასას რომელშიც ჩემი ყველა ზიზღი,
უიმედობა დაბალი არსებები იყვნენ. მე მათ დემონები დავარქვი.
შემდეგ კი თუ ვინმეს ეს ფილმი გაქვთ ნანახი ზუსტად ისე ვიგრძენი თავი რობოტი
რომ ირთვება და ფეხზე წამოდგომას რომ ცდილობს, მე არ ვიყავი სხეული, მე ვიყავი სული
და ვგრძნობდი ჩემს სხეულს ძვლებიანად და ნამდვილად ვიცოდი რომ მე ეს არ ვიყავი.
პ.ს ფარმაჰუასკა არის აიაჰუასკას ანალოგი რომელიც მზადდება იგივე ქიმიური შემადგენლობის შემცველი სხვა ბუნებრივი საშუალებებით, უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ სივრცეში.