გამოსცადე ბგერათა სიხშირეები

ხმის წარმომქმნელი 174 – 285 - 396 - 417 - 528 - 639 - 741 - 852 - 963


6/02/2024

ათ დღიანი ვიპასანას კურსი

 მეგობარმა მითხრა ვიპასანას ათდღიან კურსზე და დამაინტერესა, ვიგრძენი ჩემი იყო და გამწმენდდა, თავიდანვე ასეთი გრძნობა მქონდა. გადავწყვიტე და მინდოდა ამ სიმძიმეებისგან განთავისუფლება რაც ეს დღეები და მთელი ჩემი ცხოვრება დამყვებოდა. ბევრი ბრძოლის შემდეგ მაინც წავედი ნ. სთან ერთად. მედიტაცია იწყებოდა დილის ხუთის ნახევარზე ერთი საათი, მერე შესვენება, ჭამა, დასვენება ნახევარი ერთი საათი მერე ისევ მედიტაცია ერთი საათი, დასვენება ხუთი წუთი და მერე ისევ ერთი საათი მედიტაცია, ასე მთელი დღე ათი დღის განმავლობაში სამჯერადი კვებით და მცირე დასვენებებით, საერთო ჯამში ალბათ 9 საათი მედიტაცია. პირველი დღეები კარგად არ მახსოვს, სარეცხის მანქანაში ვტრიალებდი თითქოს, სადღაც მეშვიდე დღეს ერთი პოზა შევინარჩუნე ჯდომის დროს, მტკივნეული პოზა, ხელები და ფეხები ჩავკეტე და ასე გავუძელი ერთი საათი, ცრემლები წამომივიდა ავტომატურად და მერე ამას ემოციებიც მოყვა თან, რომ ავდექი მარცხენა ფეხის თითიდან გაიხსნა ენერგია თავის კინკრიხომდე და ვგრძბობდი სუნთქვის გახსნას, ქარის შეხებას სხეულზე, თვითოეული მომენტის უნიკალურობას და განუმეორებლობას, მინდოდა რაიმე ცოცხალ არსებას შევხებოდი და მეგრძნო გარეთ რომ ვსეირნობდი და დავინახე იქ დედალი ძაღლი იწვა, მივედი და ორივე ხელით შევეხე, ცოტა გადატრიალდა გადმოტრიალდა, ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა, მერე წამოდგა და გაიზმორა, არ ვიცი შეიძლება იმანაც რამე იგრძნო რადგან მე ვგრძნობდი. შემდეგ დღეებში ტკივილის არიდების თითქოსდა განსხვავებული ხერხები ვიპოვე, რადგან მეორეჯერ ამის გამეორება ჩემში ავტომატურად ტკივილისგან არიდების იმპულსს იწვევდა, არავინაა მაზოხისტი, ვაკვირდებოდი ტკივილს ფეხებში, მთელს სხეულზე. ვაკვირდებოდი სუნთქვას და ნებისმიერ გრძნობას სხეულზე, აზრებს და ემოციებს. რამოდენიმე გამოუვალ სიტუაციასაც შევეჩეხე ჩემს აზრებში რამაც იმოქმედა ჩემზე, მაგრამ მაგ დროს სულ სუნთქვაზე დაკვირვება მახსენდებოდა და ჩემი ყურადღება აქ და ახლა მომენტზე გადამქონდა, თუმცა სადღაც შინაგანად ვგრძნობდი რომ იქ გარეთ იმ არც თუ ისე სასიამოვნო რეალობასთან მომიწევდა პირისპირ შეხება, (თითქოს ეს ინფორმაცია რეალობიდან მოვიდა?). მიუხედავად ამისა მე ხომ ახლა აქ და ახლა ვიყავი და ის მომავალი იყო მე რასაც ჩემი გონების პროექციით განვიცდიდი, გავაანალიზე რომ არ ღირდა ნერვიულობა იმეზე რაც ჯერ არ მომხდარა. არც იმაზე ღირდა ნერვიულობა რაც უკვე იყო და მოხდა. ამის მერე სამი დღე ისევ ვიტრიალე სარეცხის მანქანაში და ვიპასანას ტექნიკა მივიღე. იმ რეალობასთან შეჯახება მაინც მომიწია რაც იქ გარეთ დამხვდა, მიუხედავად იმისა რომ არც ეს რეალობა იყო ადვილი გასაძლები რაც იმ მედიტაციების დროს ხდებოდა ვიპასანას ცენტრში, შინაგანად ვიცოდი ყოველი მტკივნეული და რთული მომენტის დროს რომ ეს დიდი დახმარება და შვება იყო, მიუხედავად სირთულეებისა მიხაროდა მანდ ყოფნა და მადლიერი ვიყავი, ფიზიკური დისკომფორტი არაფერი იყო იმ ფსიქოლოგიურ დისკომფორტთან შედარებით რაც მე მქონდა შინაგანად, ცხოვრებისეულ დონეზე. აქ უკვე  გამოვიმუშავე ნება რომ არ უნდა დამეკარგა შინაგანი ბალანსი ისევე როგორც არ დავკარგე ეს იმ მომენტში როდესაც ტკივილს შევხვდი პირადად. ახლა ვფიქრობ რომ მიუხედავად გაჭედილი სიტუაციისა ჯობია საკუთარ კომპლექსებს, შიშებს და ნეგატივს პირისპირ შეხვდეს ადამიანი რომ ბოლოს და ბოლოს განთავისუფლდეს მათგან. ჩვენ გვეშინია ტკივილის, ფიზიკური ტკივილი სინამდვილეში ფსიქოლოგიურ ტკივილსაც აღვიძებს რაც უფრო მტკივნეულია ვიდრე ფიზიკური. სწორედ ამას გაურბის ყველა ადამიანი. ალბათ ეს დაბადებიდან მოგვყვება და იმდენად ღრმადაა გამჯდარი რომ გვიჭირს ამისგან განთავისუფლება. მოკლედ, ეს მინდოდა დამეწერა, ბევრის წერას ალბათ ისედაც არ აქვს აზრი. 

ამ ტექნიკის დახმარებით ნებისმიერი რთული ცხოვრებისეული გამოცდის გავლაა შესაძლებელი მათ შორის სიკვდილის.

2/11/2024

მოგზაურობა ინდოეთში

დიდი ავტობუსით მიგვიყვანეს აშრამში სულ რაღაც ქთიათასი ადამიანი, რა თქმა უნდა ამას რამოდენიმე დღე დაჭირდა რომ ხალხი გადაენაწილებინათ ნაწილი საერთო საცხოვრებელში ნაწილი დიდ კარვებში, მიმდინარეობდა ყოველდღიურად ოთხ საათიანი ინტენსიური მედიტაცია, სიდჰების პრაქტიკა. ეს შეკრება მიმდინარეობდა ორი კვირა და ამასობაში გავეცანი ჩემს პარტნიორთან ერთად ინდოეთის კულტურას და ტრადიციებს, მივხვდი რამოდენიმე რამეს, იქ თუ ფული გაქვს შენ მათთვის ხარ ბანკომატივით, ყველა ცდილობს წაგგლიჯოს რამენაირად, საერთო ველია ასეთი რადგან იქ უკიდურესი სიღარიბე და უკუდურესი "სიმდიდრეა". საერთო ჯამში მე შთაბეჭდილება დამრჩა რომ ღარიბი ქვეყანაა მიუხედავად კოლოსალურად დიდი პარლამენტის შენობისა ერთერთ დიდ ქალაქში, მის ეზოს გარეთ კი მათხოვრები და ნაგავსაყრელი, სრული ბუტაფორია და ქაოსი. მაგას თავი დავანებოთ და ინდოეთის მეორე ნაწილი არის სულიერი აშრამები სადაც ხალხი ასე თუ ისე ნორმალურად ცხოვრობს მაგრამ მანდაც არის რამოდენიმე ბაგი, რა საჭმელსაც ყიდულობ ფულით არის საშინლად ცხარე რაც არ არის კარგი აიურვედის მიხედვით და ჩემი გამოცდილებითაც. დიდი ღამურები იქ ბევრია და დაახლოებით კატასავით ჭყავიან მაგრამ უნდა მოისმინო თორემ წარმოდგენას აზრი არ აქვს, არიან ციყვები, წეროს მაგვარი პატარა ფრინველები და კიდევ რაღაც რაღაცეები, ახლა არ მახსენდება. თვითონ მედიტაციების პროცესი იყო ძალიან ინტენსიური და ამ პერიოდში სანამ ამდენი ხალხი ვმედიტირებდით ისრაელმა გამოიყვანა თავისი ჯარები კომფლიქტური რეგიონებიდან, ასევე რუსეთმა და უკრაინამ გაცვალეს მგონი ტყვეები და თვითმფრინავი ჩამოვარდა სადღაც და არცერთი მგზავრი არ დაღუპულა, იქ ინდოელებისგან აფერისტობა და ტყუილი ჩვეულებრივი ამბავია რომ ფული წაგცინცლონ, ეგ თითქმის მაგათი კულტურის ნაწილია უკვე. აეროპორტში მგზავრობა დიდხანს გრძელდებოდა, ფილმსაც კი ვუყურეთ, იქ უფასო კვებაცაა, ცხარე საკვებს გაძლევენ. აეროპორტები უზარმაზარია. საბოლოოდ დავბრუნდით ნიდერლანდებში და იქ დავყავით კიდევ რამოდენიმე დღე.

9/18/2021

რეინბოუ

 რეინბოუზე ვიყავი მეგობართან ერთად და ჩემი ყურადღება მიიქცია ამ ფესტივალის შინა არსმა და იმ პრაქტიკულმა ცხოვრებისეულმა დეტალებმა რისი დანერგვაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სასურველია თვითოეული ადამიანისთვის. ხო რას ვამბობდი, main fire, chai khana and kitchen, ეს არის ის სამი ადგილი სადაც მიმდინარეობს სცენარი, მიწა წყალი ცეცხლი და ჰაერი უნდა იყოს იდეალურ ბალანსში რომ ადამიანის ცხოვრება იყოს ჰარმონიული. საკრალური გეომერტია რომელიც არის წრე, შიგნით ანთია ცეცხლი, მისგან ვიღებთ ნაცარს რითიც ვიბანთ ხელებს, ვრეცხავთ ჭურჭელს და shit pit (ტუალეტი) - ში როდესაც ვჯვამთ მძღნერს სუნი რომ არ აუვიდეს ვაყრით ზემოდან. ტუალეტი არის საკმაოდ კომფორტული იმ სიტუაციისთვის, გრძლად ამოთხრილი ორმო რაც დროთა განმავლობაში ივსება. განსხვავებით იტალიის elf comunity - საგან აქ ტუალეტის ქაღალდის გამოყენება დასაშვებია თუმცა ჩემი აზრით იტალიის კომუნა ამ თემასთან დაკავშირებით გაცილებით წინაა წასული :) , უბრალოდ იქ ის ჯერ ვერ მოიფიქრეს რომ ადამიანებს ასწავლონ დეტალურად თუ როგორ ამოთხარონ საკუთარი ტუალეტი, ან კიდევ ჯერ ჩემამდე ვერ მოაღწია ამ ინფორმაციამ მაშინ. ტუალეტის დეტალებზე კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო მაგრამ ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ ამ ფესტივალის რიტუალურ ნაწილზე. ოციოდე ადამიანი იკრიბება ცეცხლის ირგვლივ ხელებს ვკიდებთ ერთმანეთს, წრეს ვურტყამთ ცეცხლს და ვმღერით სიმღერებს რომლებიც არის მადლიერების გამოხატვა დედა მიწის მიმართ და არა მარტო, ბოლოს კი სიმღერები ჩერდება და მანტრა "ომ" ის სიმღერით ვამთავრებთ ამ ცერემონიას, ამასობაში კი სამზარეულოდან დიდი ქვაბით ჩამოდის საჭმელი და "მომსახურე პერსონალი" იგივე ნაირად მღერის მანტრა ომს საჭმლის ირგვლივ, რის შემდეგავ თვითოეულ ცეცხლთან წრეზე მჯდომ ადამიანთან მიგვაქვს საკვები, ხდება მარილის და სანელებლების გადაწოდება ხელიდან ხელში წრეზე და წესად გვაქვს მადლობის გადახდა ყოველ ჯერზე საჭმლისთვის და მომსახურებისთვის, დღეში ორჯერ მსგავსი ცერემონია ქმნის საკმაოდ ძლიერ ველს და ერთობის გრძნობას, დანარჩენი დღის განმავლობაში შეგიძლია აკეთო რაც გინდა ოღონდ არ შეუშალო ხელი სხვას, შეგიძლია შიშველმა იარო ან იბანაო მდინარეში, ვერავინ ვერ შეზღუდავს შენს თავისუფლებას გარდა იმ შემთხვევისა თუ ცეცხლში შემთხვევით სიგარეტის ბიჩოკი ჩააგდე, აქ ხომ ცეცხლი წმინდაა. იმ წრეში რომელშიც ცეცხლია და ქვებით არის შემოსაზღვრული წმინდა ნაცარია სადაც ფეხსაცმლით შესვლა ყოვლად დაუშვებელია, ნასკები კიბატონო :). მცენარეული მედიცინა აქ გამოიყენება, ასევე მარიხუანა და სოკოები, რასაც ბუნება გვაძლევს ყველაფრის ათვისება ხდება თავისი წესების დაცვით. თქვენ აქ შეგიძლიათ შეხვდეთ ციხიდან გამოქცეულ მკვლელებს, მათხოვრებს, ბომჟებს, მოგზაურებს, უპასპორტო ადამიანებს ყველა ეროვნების და რასის წარმომადგენლებს, ძაღლებს, შეიძლება უცხოპლანეტელებსაც. ასევე აქ ჩაიხანაში არის ყველანაირი მუსიკალური საკრავი ინსტრუმენტი კარგი ხარისხის მუსიკის დასაკრავად რომელის მოსმენაც შეგიძლიათ ყოველ დღე იმიტომ რომ მანდ ეს ყველაზე გავრცელებული გასართობია. ხო, ინსტრუმენტები წმინდაა, მათ უნდა მოეპყრათ მოწიწებით ;). ადამიანების რაოდენობა მერყეობს 30 - იდან 80 ამდე, მაგრამ შეიძლება ეს მერყეობდეს 2000 ან 4000 ამდე, გააჩნია სად ტარდება რეინბოუ, როდის და ა.შ ბავშვებიც არიან. კიდევ არის art space - ი რის დანიშნულებასაც დღემდე ვერ მივხვდი, ალბათ იმიტომ რომ აქ მხოლოდ 10 დღე გავატარე ჩემთვის საკმარისი არ იყო გამეცნო ბოლომდე რეინბოუს სული. დღეისათვის სულ ეს იყო.