გამოსცადე ბგერათა სიხშირეები

ხმის წარმომქმნელი 174 – 285 - 396 - 417 - 528 - 639 - 741 - 852 - 963


2/27/2020

ნაწყვეტი ჩემი მოგზაურობიდან იტალიაში

ამოვედი მატარებლის სადგურიდან და დავინახე მოსაცდელში მჯდომი თეთრწვერა მოხუცი ოდნავ უცნაური ტანსაცმლით და ფერადი ქუდით. ჩვენ გავიცანით ერთმანეთი და გავუდექით გრძელ გზას მის პარტნიორ ქალბატონ ვილმასთან ერთად ექსპულატაციიდან ამოღებული მანქანით სადღაც. ფიქრები ღელავდნენ როგორც ზღვის ტალღები, გავიარეთ გრძელი და მიხვეულ მოხვეული გზა და მივადექით მთის მწვერვალზე აშენებულ სახლს. შესვლის და დაბინავების თანავე ვიგრძენი იქ მყოფი განსაკუთრებული სიმშვიდე. აქ დროებით ცხოვრობდა ერთი ბრაზილიელი ყმაწვილი ფაბრიციო, რომელიც იოგათი იყო დაკავებული, თვითონ ეს ალესანდრო კი მედიტაციის პრაქტიკით. ამ სახლში კიდევ ცხოვრობდნენ კატები რომლებიც თავს ბედნიერად გრძნობდნენ ამ ადგილას, ჰანთერი, მისი მეუღლე და ორი შვილი. სახლი აშენებული იყო დიდ ქვაზე სადაც ძველ დროს შამანები ატარებდნენ რიტუალებს და გადმოცემის თანახმად ეს ადგილი იყო განსაკუთრებული მისი მდებარეობის გამო. ამ ადგილას საინტერესო სიზმრები მქონდა ძილის დროს და გამოვყოფდი ერთერთს რომელიც აქედან წასვლის წინ მესიზმრა: დავინახე მამაკაცი რომელიც იწვა საავადმყოფოში და როგორ ითხოვდა რაღაცას მაგრამ არ შეეძლო მეტყველება და მოძრაობა კარგად. ბარძაყიდან ამოიწია წითელი ზოლი ნელ ნელა და შევიდა შიგ თავში, ეს გავდა შედედებულ სისხლს. შემდეგ გავარკვიე რომ ყოფილა სანდროს მეგობარი და მართლაც იწვა საავადმყოფოში ტვინში მოხვედრილი თრომბის გამო რომელიც ზუსტად იმ ადგილიდან ამოვიდა რომელიც მე ვაჩვენე. ეს კაცი აღმოჩნდა იტალიაში ერთერთი საზოგადოების დამფუძნებელი რომელსაც ელფების საზოგადოებას ეძახიან, ალესანდრომ მითხრა რომ ამ ხალხთან თუ წავიდოდი, იქ უფრო მეტი თავისუფლება იყო ვიდრე სხვაგან, მანდ შეიძლებოდა შევხვედროდი ყველანაირ ადამიანს. ისე დაემთხვა რომ მე ვეძებდი ახალ ადგილს დასარჩენად და თან დავეკონტაქტე აქაურ სანტო დაიმეს სადაც აიაჰუასკას ცერემონიებს ატარებდნენ, მაგრამ მათ მომწერეს რომ ვერ დავრჩებოდი იქ ღამის გასათევად. მოხუცმა ერთი გოგოს ნომერი დამიტოვა ამ საზოგადოებიდან და რუკაზე მიმასწავლა თუ სად იყო ეს ადგილი, გავუდექი შორ გზას რომელიც გაგრძელდა თითქმის მთელი დღე მძიმე ზურგჩანთით და ჩემთვის უცნობ ადგილებში. მივადექი იმ ელფებს და შევაღე კარები, არავინ მელოდა, ყველა ინტერესით მიყურებდა და ალბათ უნდოდათ გაეგოთ თუ ვინ ვიყავი, მე ავუხსენი თუ საიდან მოვედი გაუგებრად რადგან დაღლილი ვიყავი და თან გატეხილი ინგლისურით ვსაუბრობდი, მათთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ისინი იღებდნენ ყველა სტუმარს ვინც მოვიდოდა, აძლევდნენ საკვებს  და სმანდ დარჩენის საშუალებას რაღაც დროით. მე დავისვენე და ვაკვირდებოდი თუ რა ხდებოდა ირგვლივ, აქ მედიტაცია კარგი იყო. ვხედავდი ყველანაირი ასაკის ადამიანს ამ ადგილას, ეს იყო ერთი ოჯახივით. მე მივედი ვახშამის გაკეთების პროცესში და საჭმელი იყო ვეგეტარიანული და ძალიან გემრიელი, ყველა მიირთმევდა ერთად ცალკე გამოყოფილ დიდ სასტუმრო ოთახში. ირგვლივ ყველგან ხელნაკეთი ნივთები იყო და ვხედავდი შიგადაშიგ საინტერესო სურათებსაც. ამის შემდეგ ერთმა ქალმა ამიხსნა თუ სად რა იყო, მიმიყვანა სააბაზანოში სადაც წყალი სპეციალური დანადგარით შეშის ცეცხლზე ცხელდებოდა და შემდეგ შეიძლებოდა დუშის მიღება. გავედით გარეთ და მანდ აიღო და მაჩვენა შუშის ბოთლი სადაც წყალი ესხა და მითხრა რომ მათ არ ქონდათ ტუალეტი. ადამიანი უნდა გასულიყო ბუნებაში და ამოეთხარა მიწა და იქ ჩაეჯვა და შემდეგ ტრაკი ამ წყლით ჩამოებანა, შემდეგ კი მიწა დაეფარებინა. მე გავაპროტესტე და ისიც ვთქვი რომ მე დავეხმარებოდი ტუალეტის ამოთხრაში მაგრამ მან მითხრა რომ აქ ასეთი ამბები სხვანაირად წყდება. შემდეგ მან მაჩვენა საერთო საძინებელი ოთახი სადაც მატრასები რამოდენიმე სართულზე იყო განლაგებული და ზოგს კიბით უწევდა ასვლა, ამ ოთახში ის მოხუცი პაციენტი იწვა რომელიც საავადმყოფოში ვნახე და ეძინა. ზამთარი იყო, დაღლილი ვიყავი, ემოციურად შეიძლება ითქვას არასტაბილური რადგან საუბრები მქონდა ჩემს მეგობარ გოგოსთან რომელიც იტალიაში ცხოვრობდა და ასევე ჩემს უახლოეს მეგობართან რომელთან ერთადაც გავატარე ჩემი ბავშვობა და სკოლის პერიოდი, ახლა გერმანიაში იმყოფებოდა, მან დამპატიჟა თავისთან სახლში, რადგან ჩემთვის აქ რთული იყო მოგზაურობის გაძლება, გადავწყვიტე მეორე დღეს წავსულიყავი პირდაპირ გერმანიაში, იმ ღამით საერთო საძინებელში მეძინა, დილით კი ვნახე ავადმყოფი მოხუცი რომელიც ძლივს ჩლიფინებდა და მოძრაობდა. ხელი ჩამოვართვი დამშვიდობების წინ და გავუდექი კიდევ უფრო შორ გზას.
pistoia








8/12/2019

აიაჰუასკა ტყეში

ვიყავით ათი ადამიანი, ყველას უნდოდა ამ გამოცდილების მიღება, ამიტომ ჯგუფის ყველა წევრი შეძლებისდაგვარად მოემზადა. მოვამზადეთ ნაყენი და წავედით ტყეში, უკვე ბნელდებოდა, ჩვენ ცეცხლი დავანთეთ და დავიწყეთ მომზადება ცერემონიისთვის, ჯერ მედიტაცია გავაკეთეთ და შევკარით ჯგუფი ვიბრაციებით, სანთლები ენთო, ძირს კრისტალები ელაგა და მუსიკის ხმა ისმოდა, ჩვენ დავლიეთ და ველოდებოდით ეფექტებს, ეფექტები დაიწყო მალევე, ვიზუალები არ მქონია მაგრამ მქონდა შეგრძნებები, მინდოდა მერწყია მაგრამ გარკვეული პერიოდი თავს ვიკავებდი, შემდეგ ისე მომინდა რომ სხვა გზა არ მქონდასავით. გავედი და ვარწყიე, მაშინვე გაიწმინდა ჩემი გონება და სივრცე და დავიწყე ღრმა მედიტაცია კრისტალებთან, ჩხრიალა ინსტრუმენტით მუსიკის რიტმები ავაწყე, ერთად ავაწყეთ მუსიკა. შემდეგ ნელ ნელა ეფექტებმა იკლო, ზოგი რას აკეთებდა ზოგი რას, ხალხმა იქ უკვე ლაპარაკი დაიწყო, ვილაპარაკეთ ფილოსოფიაზე, რელიგიაზე, პოლიტიკაზე, ოკულტიზმზე, ერთამანეთის ისტორიებზე აიაჰუასკაზე და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ბალახის ჯერიც მოვიდა, ცოტა მოვწიეთ, არაფერი დამიკლია მე პირადად, სიგარეტი, პლანი, ლუდი, ყავა, შავბალახა, მოცვი, ეს ყველაფერი იმ ღამეს დავლიე, ცეცხლზე სიმინდები შევწვით და ვისაც რა ქონდა ამოალაგა, უკვე თენდებოდა, ბოლო სიგარეტი მოვწიეთ და საჭმელი აღარ იყო, გათენდა, გადავინაცვლეთ სანაპიროზე სადაც ლუდები ვიყიდეთ და პლანი მოვწიეთ, მე უკვე დაღლილი ვიყავი, ამის შემდეგ ვტიროდი. მინდოდა ყველაფერი ისე გამეკეთებინა როგორც მე მინდოდა, მე მინდოდა მხოლოდ აიაჰუასკა, სუფთად, არანაირი სიგარეტი ლუდი და ნარკოტიკები. შემდეგ დღეს ვიგრძენი ეს სიმძიმე მაგრამ თითქოს მსუბუქი იყო მაინც.

10/30/2018

საზამთროსფერი ხელებით დაწერილი გამოცდილება



გუშინ ღამე მე ის არ ვიყავი რაც აქამდე ვიყავი.  უჩვეულო, აქამდე ჩემთვის არარსებული ცნობიერება ტალღასავით უსწრაფესად მომასკდა და 2-3 წუთით პანიკაში ჩავვარდი, შედმეგ ვეცადე გამეცნობიერებინა რომ ცუდად არ ვარ, გული ჩვეულებრივად მიცემს და უნდა დავიჭირო და მივყვე იმ დინებებს რომელიც ჩემში წარმოიქმნება. 

შემდეგ აბსოლიტურად შეიცვალა ყველაფერი ოთახში, ერთი წამით გავიფიქრე რომ კისერზე თავი ხრახნით მაქვს დამაგრებული, ეს კი მოყვითალო ეიფორიაში მაგდებდა, ერთდროულად სიხარულის და შიშის განცდა მეუფლებოდა. ცეკვა და იატაკზე გორაობა დავიწყე, მერე წამოვდექი და ვცდილობდი დამეწერა რას ვხედავდი და ვგრძნობდი. ვგრძნობდი რომ საზამთროსფერი ხელებით ვწერდი, მტევნები გამჭვირვალე შეფერილობას იღებდა, ხან თითები უცნაურ, ერთმანეთში გარდამავალ ფერებს იღებდა, შემდეგ წერა ვეღარ გავაგრძელე, ფურცელმა ერთიანობა დაკარგა, მოძრაობა დაიწყო და იშლებოდა, ფიქრთა დინება უსწრაფესი გახდა და შეუძლებელი იყო ამ რიტმში წერა, ლაპარაკი და ნებისმიერი ექსპრესია. მივხდი რომ გაცნობიერებულ სიზმარში ვარ, სადაც საზღვრები არ არსებობს და უნდა დავწვე.  


შემდეგ კედლებმა ადგილმდებარეობა შეიცვალეს, საგნებმა ფერები, მათ დანიშნულებას ვხვდებოდი, ვიცოდი რატომ არსებობენ და რასთან არიან კავშირში, ვგრძნობდი რომ ყველაფერს თავისი სული აქვს, ყველაფრის ვიზუალიზაცია შეიცვალა, ათასნაირი ფერები იყო ერთმანეთში გადახლართული, მოზაიკური ფორმები, რაღაც სიმბოლოები რომლებსაც ცენტრი გააჩნიათ და ამ ცენტრიდან სხვადასხვა ფერის სხივებით იკვებებიან. ჩემში ყველაფრის ერთიანობას ვგრძნობდი. ვგრძნობდი რომ ოთახში მარტო არ ვიყავი, ვიღაც მიყურებდა ბუს თვალებით, მაკვირდებოდა, დამცინოდა იმის გამო რასაც ვფიქრობდი,რაღაც პერიოდი ათასნაირ დემონებთან, ურჩხულებთან, საზიზღარ არსებებთან ერთად ვიყავი სადღაც მისტიკურ გამოქვაბულში, ისინი მაშინებდნენ თუმცა ყოველთვის იყო ჩემი მეორე მე, ჩემი გონი რომელიც მაკვირდებოდა და მაბრუნებდა რეალობაში, ასე ვახერხებდი მათ განდევნას, შემდეგ სულ გაქრნენ და გამოქვაბულში დავრჩი მედიტაციურ მუსიკასთან ერთად, სრულ ვაკუუმში, მუსიკა როგორც მსუბუქი ბუშტი კედლებს აქეთ იქით ეხეთქებოდა.  

                                                                                                                                  რაღაც დროის შემდეგ უცნაური და სასიამოვნო არსებები (რომლებიც გარკვევით არ ჩანდნენ, ვერ ვხედავდი და შეუძლებელია აღწერა) ცდილობდნენ რომ ხორციდან ამოვეთრიე და მივხვდი რომ მე სული ვარ და სწორად უნდა განვსაზღვრო რა მინდა და შემდეგ ვაკეთო ყოველთვის ის, რაც მინდა. სხეულის შეგრძნება საერთოდ დამეკარგა.ლოგინზე ვეგდე, მაგრამ ვმოგზაურობდი. ვფიქრობდი როგორი იქნებოდა პირველი საუკუნის ადამიანის ფანტაზიის უნარი, თანამედროვე ადამიანის ფანტაზიის უნართან შედარებით. სადღაც არარსებით სივრცეებში ვიყავი გადაჭრილი ,ეს ერთდროულად მიტაცებდა და შიშსაც იწვევდა,მაგრამ ამ დროს ჩემი რაციონალიზმი აქტიურდებოდა და რეალობას ვუბრუნდებოდი, ვერაფრით ვერ მოვახერხე რომ გონება აბსოლიტურად გამეთიშა, მოვდუნებულიყავი და არაფერზე მეფიქრა. ბოლოს ძალიან დავიღალე, დიდ ხანს ვიყავი ზემოქმედების ქვეშ და რომ გამოვსულიყავი იმ მდგომარეობიდან ჰაშიში მოვწიე. მერე ცოტა ხანში დავიძინე. ახლა რომ გავიღვიძე რაღაცეების გაანალიზებას ვიწყებ, ვცდილობ ყველაფერი გავიხსენო მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილია იმის რაც გუშინ ვნახე და შევიგრძენი.  ეს იყო უზარმაზარი გამოცდილება მხოლოდ ერთ ღამეში.


ჩვენი სურვილები ისე სწრაფად ვერ გაიზრდებიან
როგორც მცენარეთა ნაყოფები
იფიქრე განსხვავებებზე
დამპალ ყვავილებზე როცა სევდა ჯარისკაცივით ცივად დადის
აქანავე თეძოები კუდამოძუებული დროშებივით
როცა მწერებს გაყრი გარეთ
და მიაყუდებ შენს თავს კუთხეში
დემონსტრაციული არქიტექტურის ბაზრულ ღირებულებებში
ირგვლივ დაბლა მყოფ ამღვრეულ თვალთა შორის
სადაც რამდენიმე ბგერით საუკუნეების წარმოქმნა შეიძლება

ENKI