გამოსცადე ბგერათა სიხშირეები

ხმის წარმომქმნელი 174 – 285 - 396 - 417 - 528 - 639 - 741 - 852 - 963


12/23/2017

მულადჰარა ჩაკრის განკურნება





როდესაც ყველას ეძინა, როდესაც ყველა ისვენებს მოლა ნასრედინს მოუვიდა ასეთი იდეა, მოდი მუსიკის გამოყენებით განვკურნავ ჩემს თავს. მოგეხსენებათ წარსულის ტკივილი, წარუმატებლობა და ყველანაირი ნეგატივი უმრავლესობა ადამიანებში არის ყველაზე დაბალ ჩაკრაში, რადგან ეს ადგილი პასუხს აგებს მიწიერ საკითხებზე, გამრავლება, ბრძოლა, თვითგადარჩენა, ხოლო უარყოფითი და აგრესიული აზრები ხშირად ილექება ამ არეებში. როდესაც ენერგიამ გამოავლინა თავი სამყაროში ყველანაირი სტანდარტი გაქრა, შევამჩნიე რომ არ შემეძლო ყურსასმენების გაკეთება რადგან უბრალოდ ამ მდგომარეობაში ისინი ამებლანდა და ბოლოს უბრალოდ დავიკიდე, და დავწექი საწოლში. აქ დაიწყო რაც დაიწყო, ბევრი რამ მოხდა, უბრალოდ ძნელია დამახსოვრება მაგრამ ზოგი რამ მახსოვს. ჩემი სხეული ცახცახებდა მანამდეც და მერეც და ვგრძნობდი როგორ "გადამეფარა" ენერგეტიკული ბადე, რომ წარმოვიდგინოთ ეს გავდა სუპერ თანამედროვე "უცხოპლანეტელების" დანადგარს რომელიც "მუშაობს" ადამიანის სხეულზე და აჯანსაღებს მას. მახსოვს რომ დამელაპარაკა ნაძვის სული, ვგულისხმობ ყველა იმ სახეობას რომელიც ნაძვის ჯიშისაა, შეიძლება კედარი, და მე დავიწყე პირველადი ჰაერის სუნთქვა, ვგრძნობდი გარეთ და დედამიწაზე ქარების ბერვას და სურნელს ხოლო ნაძვი მასაჩუქრებდა ახალი ჟანგბადით და ვიფიქრე რომ ეს მცენარე მასწავლებელია სხვა მცენარეებთან ერთად, ჩემი სხეული ისე მოდუნდა რომ მთელი ჩემი ცხოვრების დარდი, სიმძიმე და უთანხმოება უბრალოდ გაქრა! ეს იყო აბსოლუტური ნეტარების მდგომარეობა ხოლო სადღაც შიგნიდან ძუძუსთავებიდან წამოვიდა ცრემლები და ვგრძნობდი შინაგანი ორგანოებიდან წამოსული სტრესი ცრემლის სახით როგორ მიედინებოდა თვალებამდე და როგორ ვიტირე. ეს იყო ღრმა მონანიება და უდიდესი საჩუქარი. შემდეგ კი მარჯვენა ხელის მოძრაობის ფონზე ვგრძნობდი სამყაროს ენერგიათა ციკლების ცვალებადობას და ვაბალანსებდი მათ. მე უკვე აღარ ვიყავი ჩაკეტილი სისტემა, გავერთიანდი სამყაროსთან. შემდეგ კი გამახსენდა რომ მე პიროვნება ვარ, ავიღე ყურსასმენები და ჩავრთე ის მუსიკა და ამ მუსიკამ გამაოცა, მეტი და მეტი განკურნება მოდიოდა ჩემთან. ეს მუსიკა გადმოვწერე, ის შევიდა ჩემი მუსიკების შედევრების სიაში.

პ.ს ხო მართლა, დამავიწყდა დამეწერა რომ ეს ყველაფერი მოხდა მინერალებთან და კრისტალებთან ერთად რომელიც ჩემი ბალიშის ქვეშ ელაგა.

6/14/2017

ფარმაჰუასკას პირველი გამოცდილება

მახსოვს ღამის თორმეტი საათი იყო, მე მოლოდინით ვიწექი ჩემს საწოლში და ველოდებოდი რაღაცას, რაღაც უცნაურს და მისტიურს. დრო გავიდა და რომელიღაც წამში ვიგრძენი ჩემი თავის ზემოთ ისეთი რამ რასაც არ მოველოდი და დამიჯერეთ როგორც შემდეგ გავარკვიე ვერც ვერასოდეს წარმოიდგენს ადამიანის გონება ასეთ რამეს როდესაც ამ საბედისწერო მომენტამდე მივა.
პირველი ჩემი აზრი იყო, ვინ ხარ?




                                                                                                      ეს სამყარო თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა და მე ჩავედი ჩემი არსების სიღრმეებში, ეს ერთდროულად შემაძრწუნებელიც იყო და გასაკვირიც. აზრები შემდეგნაირი იყო:

როგორ მალავენ ამას როდესაც ეს პირდაპირ ჩვენ ვართ, ჩვენი სამყარო და ყველაფერი რაც არსებობს ჩვენშია. 

და ყოველი ასეთი მოგზაურობისას შიგნით ვაცნობიერებდი რომ ის ადამიანები რომლებიც ჩემს ირგვლივ არიან, უკლებლივ ყველას ეშინია აქ ყოფნის ისინი გარბიან. ისინი მზად არ არიან ამისთვის ეს იმდენად რეალური იყო რამდენადაც სიკვდილი.
ეს ისეთი მოგზაურობა იყო რომელიც არცერთხელ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არ განმიცდია და ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ასეთი რამ უბრალოდ მოხდებოდა.
ვხედავდი ერთ ადამიანს და ვაკვირდებოდი მის მოქმედებას და ქცევას, საინტერესო იყო მისი პერსონაჟი, შიგნიდან ვხედავდი მას, ყველა მხრიდან, როგორ უყურებდნენ მას სხვები, რას განიცდიდნენ მის მიმართ, როგორი იყო ის სინამდვილეში. ვხედავდი მის დადებით თვისებებს რა მოსწონდათ მასში სხვებს, მის შინაგან სურვილებსაც კი ვგრძნობდი სასიყვარულო მისწრაფებებს, ვნებებს, ამბიციებს... მის ლტოლვას ამქვეყნიურისაკენ მის გიჟურ ქცევებს და ბოლოს ვნახე მისი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი რომელმაც მე გამაკვირვა და გამაოცა. თითქოს მან გადაუხვია გზიდან, ის აღარ იყო რაც ადრე! გულწრფელად მიკვირდა და გაოცებული ვიყავი!
და აი ასე ნახევარი საათი პირი მქონდა ღია! უბრალოდ იმიტომ რომ მიკვირდა, ძალიან მიკვირდა რომ აღმოვაჩინე ბოლოს რომ ეს პიროვნება მე ვიყავი! 
დავჩერებოდი იატაკზე დანთხეულ მოყავისფრო მასას რომელშიც ჩემი ყველა ზიზღი, უიმედობა დაბალი არსებები იყვნენ. მე მათ დემონები დავარქვი.

შემდეგ კი თუ ვინმეს ეს ფილმი გაქვთ ნანახი ზუსტად ისე ვიგრძენი თავი რობოტი რომ ირთვება და ფეხზე წამოდგომას რომ ცდილობს, მე არ ვიყავი სხეული, მე ვიყავი სული და ვგრძნობდი ჩემს სხეულს ძვლებიანად და ნამდვილად ვიცოდი რომ მე ეს არ ვიყავი.









პ.ს ფარმაჰუასკა არის აიაჰუასკას ანალოგი რომელიც მზადდება იგივე ქიმიური შემადგენლობის შემცველი სხვა ბუნებრივი საშუალებებით, უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ სივრცეში.

8/18/2016

მოლა ნასრედინის მოგზაურობა შეუცნობელში

მოლა ნასრედინმა დილით დაახლოებით ცხრა საათზე გაიღვიძა, გარეთ გრილი ამინდი იყო, მას წვერისკენ გამგზავრება ჰქონდა დაგეგმილი, ჩანთა ჩაალაგა, მოიმარაგა აღჭურვილობა და გაუდგა გზას, დაახლოებით ერთი სათის შემდეგ ის მთის უმაღლეს წერტილს მიადგა. იქ მას მწყემსები შეხვდნენ, მათ მას ყვითელი ყვავილის, კრაზანას და მათი თქმით “ნეგოს“ (კრაზანას მსგავსი მცენარე ოღონდ უფრო მცირე ზომის და ოდნავ სხვა შეფერილობის) ადგილსამყოფელი მიასწავლეს.

გავიდა დრო, ერთხელაც იგი თავის საწოლში იწვა, მას ეს სამივე მცენარე ერთად ჰქონდა დალეული. მას უნდა მიეღო რაღაც რაც ამ ყვავილებთან რეაქციაში უნდა შესულიყო. მან ეს გაუცნობიერებლად გააკეთა, ჯერ კიდევ არ იცოდა რა ჰქონდა შიგნით, სინამდვილეში რა უნდოდა, მას მართლაც უნდოდა რაღაც რისი გადაგდებაც ასე ადვილი არ აღმოჩნდა მისთვის. მან ღრმად სუნთქვა დაიწყო, გავიდა ცოტა დრო, ენერგიამ ქვევიდან ზევით დაიწყო დინება, ჩვეულებრივ ამ დროს ქაოსი და ჰალუცინაციები უნდა ყოფილიყო მაგრამ სუნთქვა იმდენად სტაბილური და ღრმა იყო რომ მათ ვერ წამოყეს თავი, მან ოშოს ტექნიკა გამოიყენა, ის არ უნდა ჩაძირულიყო ზმანებაში და თან ამავე დროს უნდა დარჩენილიყო ამ რეალობაში ცნობიერედ, სადღაც შუაში. მან საკუთარ ცხვირის წვერზე ყურება დაიწყო მაგრამ ვაი რომ რაღაც მას მისი არსების შიგნით, ძალიან, ძალიან, ძალიან! ღრმად ექაჩებოდა. მიხვდა რომ ოშოს ტექნიკამ არ გაამართლა, ან კიდევ პირიქით, იმდენად გაამართლა რომ მოლამ მის წინაშე უკან დახევა გადაწყვიტა. ის ღრმად შევიდა არაცნობიერში და იქ მარტო დარჩა ნაცნობ X თან, დრო გაქრა, მას შიშის ზარი დაეცა!

უსასრულოდ ყოფნა ნაცნობ არასასურველ X თან?, ეს ხომ საშიშია!  გონებამ დაახლოებით ასეთი თამაში წამოიწყო: მას გაახსენდა ყველა, ოჯახის წევრი მეგობრები ნათესავები, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ფანტომი აღმოჩნდა (მკვდარი) და თუ ისინი რეალობაში მკვდრები იყვნენ მაშინ ვინ იყო თვითონ? რომელი იყო რეალობა? ეს ჯერ კიდევ დასაწყისი იყო, არავინ იცის რისი დასაწყისი მაგრამ აშკარად ჩანდა რომ ეს ჯოჯოხეთი იქნებოდა! ის უკვე კარგავდა პიროვნებას. შემდეგი სამი ან ოთხი საათის განმავლობაში მას (მის პიროვნებას) შანსი აღარ ექნებოდა გადასარჩენად, ეს მას აშინებდა, შიშმა მის გონებაში გაიარა და შემდეგ სხეულში და მისი მთელი არსება მოიცვა, შიშებისა და ეჭვების უსასრულო სამი საათი?!

უსასრულო! სამი საათი შეიძლებოდა სამი საუკუნე ყოფილიყო! არა! გაიფიქრა მან, უნდა ვარწყიო ძალით! გადაიხარა, ჩააფურთხა კალათაში და შემდეგ გონებამ ავტომატურად გადასცა სიგნალი ორგანიზმს რომ უნდა ერწყია. მან არწყია, ყველაფერი შედარებით დამშვიდდა, შიშები, ეჭვები, ავადმყოფობა, საწამლავი გამოვიდა! ეს აღარ გაგრძელდებოდა სამი საათი ისე ინტენსიურად მაგრამ მაინც გაგრძელდებოდა! ის გაურკვევლობამ შეიპყრო, ის უმეორებდა საკუთარ დაკარგულ “ცხვარ“ “მეს“, ყველაფერი კარგად იქნება, კარგად იქნები! კარგად იქნები! და ეს იყო შიშისგან წამოსული ერთადერთი შესაძლო დამაკავშირებელი ძაფი რაც მას ამ რეალობასთან კვლავ დააბრუნებდა.

უყურებდა გარეთ საგნებს, იხსენებდა რამეს მაინც რაც მიახვედრებდა რომ ცოცხალი იყო და არა მკვდარი. მოძრაობდა და სუნთქავდა რომ დარწმუნებულიყო საკუთარ არსებობაში, ოცნებობდა რომ დრო გასულიყო და ამ ნივთიერებას ძალა დაეკარგა, ლოცულობდა ევედრებოდა არსს. და უცებ ამ გაურკვევლობაში წარმოთქვა სიტყვა “მაპატიე!“, წამიერად მის თავში რაღაც მკვეთრად შეიკუმშა, გაერთიანდა, მან დაიბრუნა დაკარგული მე, ის უკვე აქ და ახლა იყო როგორც არასდროს. მისმა არსმა მას აპატია, ენერგიის უზარმაზარი ნაკადი წამოვიდა, ისეთი როგორიც შეიძლებოდა ბუდას ჰქონოდა, ის უკვე იჯდა, აღარ შეეძლო წოლა. მან ქვებით უზარმაზარი ენერგიის გამტარი შექმნა, აღარ შეეძლო მათთან მიახლოება, ზედმეტად მძლავრი ენერგია იყო. ამიტომ იჯდა და სუნთქავდა, თან მოძრაობდა, უკვე ყველაფერი იყო შესაძლებელი, მისთვის ერთადერთი არსებული რეალობა სასურველი ნაცნობი Y აღმოჩნდა.

ის იყო მისთვის ქრისტე, მიზანი, ოცნება უდიდესი ოცნება და თუ მას მიაღწევდა ის ამქვეყნად უბედნიერესი პიროვნება იქნებოდა, ახლა უკვე ის ოცნებობდა რომ დრო ნელა გასულიყო რომ ამ მდგომარეობაში საუკუნოდ დარჩენილიყო. მან ყველა ის სექსუალური სურვილი დაიკმაყოფილა რაც მას ნაცნობ Y თან უნდოდა რომ ჰქონოდა. მაგრამ რაღაცეები მაინც დარჩა, დრო არ ეყო. შეეძლო უფრო შორსაც წასულიყო, საერთოდ სხეულიდანაც კი გავიდოდა, მისთვის ეს აღარ იყო შეუძლებელი. მან დაკმაყოფილებას მიაღწია ენერგიის დაკარგვის გარეშე. არაცნობიერი სურვილები გამოხატა, გამოისროლა, გაანთავისუფლა, გაუშვა! ფეხებს ისე გრძნობდა როგორც არასდროს, რაც ქაოსის დროს გაიფანტა ეხლა ის ნაწილები მყარად შეიკრა, გაერთიანდა.

არ ვიცი, იქნებ მოლა ნასრედინმა რაღაც ისწავლა აქედან, ან იქნებ ვერც ისწავლა, ეს მასზე იყო დამოკიდებული, ეს მოვლენა მისთვის მაინც ბოლომდე შეუცნობელი დარჩა, იყო კი სიკვდილი უსასრულო? ნთუ შეიძლებოდა სიკვდილის შემდეგ კვლავ დაბრუნება, არამგონია! სიკვდილი სინამდვილეში ის არის რაც არის სრული განადგურება, მხოლოდ ის ნაწილი რჩება რომელიც მარადიულია. ეს ნაწილი მან პიროვნების დაკარგვის პროცესის დროს გააცნობიერა, აღთქმული მიწა რომელზეც ის იდგა ეს აქ იყო. თავიდან სიკვდილი მისთვის იმის გაცნობიერების საშუალება იყო რომ მისი არს(ი)ება მარადიულია, შემდეგ კი სიკვდილი მისთვის რაღაცისგან განთავისუფლების საშუალებად იქცა. თავიდან ის საშიში იყო შემდეგ კი სასურველი, თავიდან ის ახლოს იყო შემდეგ კი შორს.
;)