მოგესალმებით! ეს გვერდი არის დამხმარე ხელსაწყო იმ ადამიანებისთვის ვინც დაინტერესებულია მიღმიერით, სიზმრებით, აბსტრაქტული და ამოუცნობი სამყაროებით. ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია განკუთვნილია თვითშემეცნებისთვის.
გამოსცადე ბგერათა სიხშირეები
ხმის წარმომქმნელი 174 – 285 - 396 - 417 - 528 - 639 - 741 - 852 - 963
!doctype>
3/11/2016
პლანეტა დედამიწაზე ნაცხოვრი ერთი დღე
ღამის ორი საათი იყო, კრისტალების ინტუიციურად შერჩეული განლაგება ჩემი ბალიშის ქვეშ იდო, ფურცელზე სამი თხოვნა ჩამოვწერე რაც მინდოდა რომ შემსრულებოდა, ამ მომენტისთვის კარგად მოვემზადე. შავი თურმალინი ჩემი სხეულის „დაავადებულ“ ადგილას დავიდე და თვალები დავხუჭე. გავიდა ერთი საათი და უკვე ვგრძნობდი რაღაც რხევებს მაგრამ ჩემდა გასაკვირად არაფერი არ მოხდა. ორი საათის გასვლის შემდეგ ვიფიქრე რომ ყველაფერმა გადაიარა, რაღაცამ არ იმუშავა და გადავწყვიტე ეს ყველაფერი ჩამეწერა, იყო იქ რაღაც მომენტები ინფორმაციულ ნაკადში, ასტრალში გადასვლის, მაგრამ ძალიან სუსტი. მინდოდა გამერჩია ჩემი აზრები იმ აზრებისგან რომელიც ჩემი არ იყო, ვფიქრობდი რომ ეს დღეები რაღაც მე მე არ ვიყავი და მინდოდა „დამებრუნებინა ჩემი თავი“. ასე იყო თუ ისე მეგონა ყველაფერმა ჩაიარა და გადავწყვიტე დაძინება. გავიდა რაღაც დრო და ნელ ნელა შევედი წინა გამოცდილებისგან განსხვავებულ „ველში“.
ჩემს თავს და ცხოვრებას ვუყურებდი როგორც სხვა, დამკვირვებელი, ამჯერად ვიცოდი რომ ეს ჩემი ცხოვრება იყო, ასე ვთქვათ მე ვიყავი, ჩემი აღწერილობა, მაგრამ გამაოცა იმ ფაქტმა რომ ჩემი წინა დღე უბრალოდ სასწაული იყო, გავაანალიზე რომ იმდენად იღბლიანი ვიყავი რომ ყველაფერი მქონდა რასაც ვისურვებდი, ჩემი ცხოვრება იდეალური იყო და ღმერთის საჩუქარი ყოველი წუთი და თვითონ მეც. მივხვდი რომ ამ დღეს ყველაფერი უმწიკვლოდ გავაკეთე, კარგად მოვემზადე, ყველაფერი რასაც იმ დღეს ვაკეთებდი იყო უშეცდომო და იღბლიანი, ჩნდებოდნენ ადამიანები ვინც ოდნავი პრობლემის დროსაც კი მეხმარებოდნენ, იმ დღეს ყველაფერი მეუბნებოდა უბრალოდ „კის“.
გავაანალიზე ჩემი ცხოვრება, თვითოეული მომენტი სადაც დავდიოდი, ვისთან ურთიერთობაც მქონდა, საოცრება იყო ის თუ როგორ განსხვავდებოდნენ ადამიანები ერთმანეთისგან. ასევე იყნენ ამ მკვეთრი ხილვისნაირი აზრების გარდა სხვა არსებებიც რომლებიც ამ ფიზიკურ სამყაროს არ განეკუთნებოდნენ. ერთერთი არსება დამამახსოვრდა განსაკუთრებით, ის მივამგვანე პატარა კუდიან თავკომბალას.
ვფიქრობდი მასზე რომ მას რაღაც ადგილი ეკავა ამ სამყაროში და ის ჩვენი ადამიანების მეორე, საპირისპირო მხარე იყო რომელსაც ვერასდროს ვხვდებოდით, ჩრდილისავით, მეორე მხარე, უბრალოდ ხანდახან მოვკრავთ ხოლმე თვალს, ჩვენ ისევე ამოუცნობი ვართ მათთვის როგორც ისინი ჩვენთვის. ქვებიდან ძლიერი იმპულსები მოდიოდა და გათენებამდე დავბორიალობდი „ასტრალში“
სულ უფრო და უფრო გაოცებული ვრჩებოდი მარტივი ჭეშმარიტებების აღმოჩენისას, ჩემი კონცენტრაციის უნარი გაზრდილიყო. დილით კი სამზარეულოში ხმები შევამჩნიე, თავიდან სული ან მოჩვენება მეგონა, გაოცებული ვიყავი ჩემი შესაძლებლობებით რომ დამეჭირა იმ „არსების“ თვითოეული ჩქამი, გრძნობები და ემოციებიც კი რომელიც კიდევ კარგი მამაჩემი აღმოჩნდა, გამჭოლად ვხედავდი, როგორ შევიდა აბაზანაში, პირი დაიბანა, დადიოდა იქით აქეთ და ასე შემდეგ, ბგერებით ლამის გამოსახულება აღვადგინე. ეს გასაოცარი იყო, ამის სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია.
2/20/2016
ჩანაწერი N1, მაგიური მოძრაობები და გარდასახვა
ვემზადებოდი რომ მაღალ განზომილებაში შევიდოდი. ნელ ნელა წამოვიდა თავში
ტალღები, ძალიან რბილად. ეს სამყარო არ გამქრალა როგორც წინაზე, ამჯერად. მე ვსწავლობდი ჩიტად ყოფნას.
თავიდან ფეხები მოვხარე და დავიწყე თითების მოძრაობა, შემდეგ დავიწყე ხელების ქნევა და შევიგრძენი ფრინველის თვალები და მზერა, მისი მიმიკები, ქცევები, ჩვევები! ხელებს ვიქნევდი სხვადასხვა რიტმით და ეს ფრთების იმიტაცია იყო, ვვაზროვნებდი როგორც ჩიტი. ასევე ჩავუღრმავდი ჩემი წინაპრებს, შევედი მათ გარემოცვაში ან ადგილსამყოფელში, ტვინის იმ ნაწილში სადაც მათი გადმოცემული გენები იყო. ხელების, ფეხების, ტანის, კუნთების, ასევე სმენის, ტვინის ნაწილაკების და მხედველობის შეთანხმებული უცნაური და რიტმული მოძრაობებით რომელიც არასდროს გამიკეთებია, ეს შეიძლება ყოფილიყო მაგიური მოქმედებები, დავიწყე დაბლოკილი და არასრულყოფილი ადგილების აღმოფხვრა და განახლება ჩემს ტვინში და სხეულში ენერგიის და ძლისხმვის კონცენტრაციით, ზეწოლით. ეს იყო სხვებისგან განსხვავებული მოგზაურობა. მთელი სხეული ავამოძრავე. ლამის გადავიქეცი „სულის ცხოველად“, ყველა ჩემი მოძრაობა იყო სპონტანური, ზოგიერთი ვარჯიში მე თვითონ მოვიგონე.
დავიწყე ფეხის ტერფების წრიული მოძრაობა, დავქაჩე დაბლა შემდეგ მაღლა, ვიგრძენი რომ სხეულის რაღაც ნაწილი გამეხსნა ამ მოძრაობის შედეგად. როდესაც ჩემი მარცხენა ფეხის თითზე გადავიტანე ყურადღება აღმოვაჩინე რომ ფეხის თითებს უხაროდათ, ან განიცდიდნენ რაღაცას, ჩემი კონცენტრაციის უნარი უსაზღვროდ გაზრდილიყო. მე მრავალგანზომილებიან სივრცეში ვიყავი, მასში ღრმად შევედი, რაღაც კავშირი დავამყარე ჩემსა და სამყაროს შორის, მე ნაკლებად მნიშვნელოვანი ვიყავი, ვიყავი დინება, თავგადასავალი და ყოველივე რაც იყო ირგვლივ. თავს ჯანსაღად ვგრძნობდი და ბევრი რამ ვისწავლე, მაგალითად უეცარი გაშეშება, ხელების და ფეხების მოძრაობის დროს, შემდეგ ნელი გადასვლა სხვა გრძნობით მხედველობით და სმენით სფეროებზე და მათი ჰარმონიული ცვალებადობა, რიტმული თვალების გახელა დახუჭვა და სახის მიმიკების დაჭიმვა მოშვება. სხეული თვითონ მიხსნიდა ყველაფერს, მოძრაობები ჩემს სხეულში ან გენში არსებობდნენ ინფორმაციის სახით. უამრავი ბგერა და რხევა ცვლიდა ერთმანეთს, თვითოეული რხევის დასრულება მიბიძგებდა შემდგომი მოქმედებისკენ და არ ვიცოდი როგორ ვმოძრაობდი, უბრალოდ მივყვებოდი დინებას.
ჩემ ნახატში შევედი და შევერწყი მას, ვიმოგზაურე შიგნით. ყველაფერს ვუყურებდი როგორც მრავალგანზომილებიანი არსება რომელიც ადამიანის სხეულშია. დავფიქრდი ხელოვნებაზე, შემოქმედება ადამიანის განვითარებასთან ერთად მიმდინარე პროცესია. მრავალი სიმფონიური მელოდია რომლების ამ დღეებში მომესმინა კვლავ თავში მიტრიალებდა და ვასკვნიდი აი თურმე საიდან მოდის ეს მელოდია, როგორ დაუწერია ავტორს. გამახსენდა ერთი ბავშვობის დროინდელი თამაში და ისევ მივხვდი აი თურმე როგორ გაუკეთებია მის ავტორს ყველაფერი. თურმე როგორ იქმნება ხელოვნების ცნობილი ნამუშევრები. ხმები რომლების მესმოდა რაღაცას მეუბნებოდნენ, მიყვებოდნენ თავის ისტორიას - მანქანების ხმაური ქუჩაში, ძაღლების მიმოსვლა და ვიღაც ადამიანის გადალაპარაკება:
ბლა! ბლა! ბლა!
ააა! ჰაჰაჰა! ოო...ოო...ოო.!! რაღაცაზე ლაპარაკობდა თითქოს ორი პიროვნება ღამე, მინდორში. შეიძლება უბრალოდ გამვლელი იყო. .
Subscribe to:
Posts (Atom)