მოგესალმებით! ეს გვერდი არის დამხმარე ხელსაწყო იმ ადამიანებისთვის ვინც დაინტერესებულია მიღმიერით, სიზმრებით, აბსტრაქტული და ამოუცნობი სამყაროებით. ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია განკუთვნილია თვითშემეცნებისთვის.
გამოსცადე ბგერათა სიხშირეები
ხმის წარმომქმნელი 174 – 285 - 396 - 417 - 528 - 639 - 741 - 852 - 963
!doctype>
6/10/2016
ცულით დასჯილი ზომბი
ცულით დასჯილ ზომბს ახსოვდა წინანდელი ხელების მოძრაობა და უეცარი გაშეშება, მან ბევრი იფიქრა თუ ცოტა დაასკვნა რომ ეს ოშოს აქტიურ მედიტაციას გავდა, ზომბმა დაიწყო სუნთქვა რადგან მიხვდა რომ რაღაც ისე ვეღარ მიმდინარეობდა მოვლენები როგორც ადრე... გადაწყვიტა თვითონ ემოქმედა, სუნთქვამ შემდეგ ლეველზე გადაინაცვლა, თავისით არაფერი მოხდებოდა, მან სუნთქვა განაგრძო მაგრამ მანამდე სხეული ისე გაახურა და ყველა კუნთი გაამოძრავა რომ აღარ შეიძლებოდა კონცენტრაცია ვეღარ ემართა, მოდუნებამ პიკს მიაღწია, ფეხებიდან თბილმა ენერგიამ დაიწყო დინება და სუნთქვა უფრო და უფრო ღრმა ხდებოდა, ის მივიდა მდგომარეობამდე როცა მისი წინაპრები სუნთქავდნენ მასთან ერთად, ზურდიდან სიგრილე ამოდიოდა, ის საფლავში იწვა, ზევით კი სითბო იყო, ის თითქოს მდინარეზე მიცურავდა დაწოლილი, ის სიკვდილისა და სიცოცხლის შეერთების წერტილში იმყოფებოდა, ადრე ნანახი სიზმრები გაერთიანდნენ და მან დაინახა საერთო სურათი, შეიძლება წინა ცხოვრების მოგონებები.
4/11/2016
DMT
ახლა როცა უკვე სამი დღე გავიდა ვიხსენებ დმტს რიტუალს ყოველგვარი მძაფრი ემოციების გარეშე, თავდაპირველად დავლიე ჩემს მიერ უკვე წინა დღეებში მომზადებული მცენარეების ნაყენენი, ჯერ ერთი, ოცი წუთის შემდეგ დავაყოლე ამანიტა მუსკარია და მესამე მცენარე, ცუდი გემო ჰქონდა და ცოტა ჯინჯერიც მივაყოლე გულის რევის შესაჩერებლად. ნახევარი საათი ასე გავიდა, დაიწყო ჩვეული ჰალუცინაციები და მე დავარქმევდი ენერგიათა მიმოსვლის მცდელობა.
ან არ ვიცი, შეიძლება ეგოს გაქრობის მცდელობა, ჩემი მეორე ნაწილი ყოველთვის ეწინააღმდეგება ამას. იგივე პროცესები მიმდინარეობს სიკვდილის დროს, სული უნდა მოსწყდეს სხეულს ისე რომ არაფერი აკავშირებდეს სხეულთან, ეს პროცესი კი მარტივი არ არის. მომინდა რომ ამომერწყია, ყოველთვის როცა ამ მომენტამდე მივდივარ ჩემთვის აუტანელი და რთული ხდება ეგოს დათმობა, ვთქვი რომ მინდა ეს, გადავიხარე და ნაგვის ყუთში ჩავაფურთხე, შემდეგ ვარწყიე და მომეშვა.
ეს სიტყვებს მიღმაა და ამის აღწერა შეუძლებელია. გარდა ამისა ფეხის ტერფებშიც მოძრაობდა ენერგია და ეს ადგილიც ენერგეტიკულად გახსნილი იყო. ხელები გადავაჯვარედინე და ზევიდან მომავალი ენერგია ჯერ მკერდში ჩაიღვარა და შემდეგ მუცელში და ყველაფერი აივსო სითბოთი. სიტყვა მადლობა კი ნელ ნელა გარდაიქმნა სხვა მანტრად, ეს იყო იაჰ ვეჰ ან ამ სიტყვის სხვადასხვა ვარრიაციებად, იაჰ.. იაჰ... იაჰ.. იაჰ... ეს ბგერები მაგონებს ინდიელების სიმღერას იაჰი.. იაი იაჰი.. იაი ია.. ია იაჰი ია ია ია... და ასე შემდეგ. დაახლოებით საათი ან საათ ნახევარი გავიდა ასე და მივედი მდგომარეობამდე რომელსაც ადამიანის ჭეშმარიტი მდგომარეობა დავარქვი, ის მდგომარეობა როცა აცნობიერებ რომ ყველაფერი რაც ახლა ხდება ისე იყო წარსულშიც ისე იქნება ყოველთვის. ვთქვი რომ შემეძლო დამეწერა ხელები შევატყუპე და ჰაერში ავწიე, არაფერი იყო როგორც ადრე, არც ეს მოძრაობა გავდა სხვებს, წამოვდექი რომ დამეწერა რამე მაგრამ არ მინდოდა, არ მინდოდა რომ გამეფუჭებინა ეს მომენტი სიტყვებით...
3/11/2016
პლანეტა დედამიწაზე ნაცხოვრი ერთი დღე
ღამის ორი საათი იყო, კრისტალების ინტუიციურად შერჩეული განლაგება ჩემი ბალიშის ქვეშ იდო, ფურცელზე სამი თხოვნა ჩამოვწერე რაც მინდოდა რომ შემსრულებოდა, ამ მომენტისთვის კარგად მოვემზადე. შავი თურმალინი ჩემი სხეულის „დაავადებულ“ ადგილას დავიდე და თვალები დავხუჭე. გავიდა ერთი საათი და უკვე ვგრძნობდი რაღაც რხევებს მაგრამ ჩემდა გასაკვირად არაფერი არ მოხდა. ორი საათის გასვლის შემდეგ ვიფიქრე რომ ყველაფერმა გადაიარა, რაღაცამ არ იმუშავა და გადავწყვიტე ეს ყველაფერი ჩამეწერა, იყო იქ რაღაც მომენტები ინფორმაციულ ნაკადში, ასტრალში გადასვლის, მაგრამ ძალიან სუსტი. მინდოდა გამერჩია ჩემი აზრები იმ აზრებისგან რომელიც ჩემი არ იყო, ვფიქრობდი რომ ეს დღეები რაღაც მე მე არ ვიყავი და მინდოდა „დამებრუნებინა ჩემი თავი“. ასე იყო თუ ისე მეგონა ყველაფერმა ჩაიარა და გადავწყვიტე დაძინება. გავიდა რაღაც დრო და ნელ ნელა შევედი წინა გამოცდილებისგან განსხვავებულ „ველში“.
ჩემს თავს და ცხოვრებას ვუყურებდი როგორც სხვა, დამკვირვებელი, ამჯერად ვიცოდი რომ ეს ჩემი ცხოვრება იყო, ასე ვთქვათ მე ვიყავი, ჩემი აღწერილობა, მაგრამ გამაოცა იმ ფაქტმა რომ ჩემი წინა დღე უბრალოდ სასწაული იყო, გავაანალიზე რომ იმდენად იღბლიანი ვიყავი რომ ყველაფერი მქონდა რასაც ვისურვებდი, ჩემი ცხოვრება იდეალური იყო და ღმერთის საჩუქარი ყოველი წუთი და თვითონ მეც. მივხვდი რომ ამ დღეს ყველაფერი უმწიკვლოდ გავაკეთე, კარგად მოვემზადე, ყველაფერი რასაც იმ დღეს ვაკეთებდი იყო უშეცდომო და იღბლიანი, ჩნდებოდნენ ადამიანები ვინც ოდნავი პრობლემის დროსაც კი მეხმარებოდნენ, იმ დღეს ყველაფერი მეუბნებოდა უბრალოდ „კის“.
გავაანალიზე ჩემი ცხოვრება, თვითოეული მომენტი სადაც დავდიოდი, ვისთან ურთიერთობაც მქონდა, საოცრება იყო ის თუ როგორ განსხვავდებოდნენ ადამიანები ერთმანეთისგან. ასევე იყნენ ამ მკვეთრი ხილვისნაირი აზრების გარდა სხვა არსებებიც რომლებიც ამ ფიზიკურ სამყაროს არ განეკუთნებოდნენ. ერთერთი არსება დამამახსოვრდა განსაკუთრებით, ის მივამგვანე პატარა კუდიან თავკომბალას.
ვფიქრობდი მასზე რომ მას რაღაც ადგილი ეკავა ამ სამყაროში და ის ჩვენი ადამიანების მეორე, საპირისპირო მხარე იყო რომელსაც ვერასდროს ვხვდებოდით, ჩრდილისავით, მეორე მხარე, უბრალოდ ხანდახან მოვკრავთ ხოლმე თვალს, ჩვენ ისევე ამოუცნობი ვართ მათთვის როგორც ისინი ჩვენთვის. ქვებიდან ძლიერი იმპულსები მოდიოდა და გათენებამდე დავბორიალობდი „ასტრალში“
სულ უფრო და უფრო გაოცებული ვრჩებოდი მარტივი ჭეშმარიტებების აღმოჩენისას, ჩემი კონცენტრაციის უნარი გაზრდილიყო. დილით კი სამზარეულოში ხმები შევამჩნიე, თავიდან სული ან მოჩვენება მეგონა, გაოცებული ვიყავი ჩემი შესაძლებლობებით რომ დამეჭირა იმ „არსების“ თვითოეული ჩქამი, გრძნობები და ემოციებიც კი რომელიც კიდევ კარგი მამაჩემი აღმოჩნდა, გამჭოლად ვხედავდი, როგორ შევიდა აბაზანაში, პირი დაიბანა, დადიოდა იქით აქეთ და ასე შემდეგ, ბგერებით ლამის გამოსახულება აღვადგინე. ეს გასაოცარი იყო, ამის სიტყვებით გადმოცემა ძალიან რთულია.
Subscribe to:
Posts (Atom)